fbpx
11:48 | 2020-06-09 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ

Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს თვალს ჯერ კიდევ კულისებიდან ადევნებს, თუმცა ექსპრემიერის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა, ალბათ, დროის საკითხია.

 

როგორც პრაიმტაიმისთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ახლად შექმნილი პარტიის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრები გიორგი კვირიკაშვილთან პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს „მუდმივად“ მართავენ.

 

Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის
2020-06-05Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის

 

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, მისი პარტია და საზოგადოება ექსპრემიერს პოლიტიკაში სიამოვნებით იხილავდა, თუმცა კვირიკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გადაწვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ აქვს.

 

მარიამ ჯაში: მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, რომ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს, ამ ეტაპისთვის მას არ აქვს მიღებული პოლიტიკაში დაბრუნების გადაწვეტილება და სავარაუდოდ, ის პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობისაგან თავს შეიკავებს.

 

თუმცა, როგორც ყოფილი თანაგუნდელი, უაღრესად დიდ პატივს ვცემ გიორგი კვირიკაშვილს და მიმაჩნია, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული პრემიერ-მინისტრი იყო და ასევე, პროფესიონალი. თუკი ის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწვეტილებას მიიღებს, ბუნებრივია, მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

 

ქალბატონო მარიამ, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მას თქვენს ახლად დაფუძნებულ პარტიაში ვიხილავთ?

 

-ნამდვილად რთულია ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის იყო, რომ თუკი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებდა გადაწვეტილებას, რომ ჩამოეყალიბებინა გუნდი, მე მზად ვიყავი ამ გუნდში გაწევრიანებისთვის.

 

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვფიქრობ, უხერხულია ამ ეტაპზე თუნდაც საუბარი, რომ მისი პოზიციის გარეშე მოხდეს რაიმე განცხადების გაჟღერება. ჩემთვის ყოველთვის იქნება პატივი გიორგი კვირიკაშვილის გვერდით დგომა ნებისმიერ პოლიტიკურ მოცემულობაში, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მას არა აქვს ჯერ გადაწვეტილება მიღებული.

 

Exclusive: სად არის და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი ქობულიას
2020-06-03Exclusive: სად არის და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი ქობულიას

 

ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად პარტიას დააფუძნებდით, გამართეთ თუ არა ექსპრემიერთან პოლიტიკური კონსულტაციები?

 

-ამ თემასთან დაკავშირებით, ნამდვილად ვერ მოგცემთ კონკრეტულ პასუხს. ჩვენ არ დაგვიკარგავს არც ერთი დღით კომუნიკაცია გიორგი კვირიკაშვილთან მას შემდეგ, რაც მან საქართველოს მთავრობა დატოვა.

 

ეს არის ჩვენი ყოველდღიური კონსულტაციები. ჩვენი მთავარი აქცენტები იყო რომ მას მიეღო გადაწვეტილება პოლიტიკაში დაბრუნებაზე, ეს არა მხოლოდ გუშინ და გუშინ წინ, არამედ თვეების მანძილზე გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ  მას არ აქვს სურვილი, რომ განიხილოს პოლიტიკაში დაბრუნება.

 

შესთავაზეთ თუ არა მას თქვენს პარტიაში გაწევრიანება?

 

-ვფიქრობ, კითხვა არასწორად არის დასმული. როდესაც ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატები ვქმნიდით ფრაქციას, ბუნებრივია, ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პოლიტიკურ სივრცეში ყოფნა, მაგრამ პირველივე დღეებიდან მან თავისი პოზიცია მკაცრად განსაზღვრა და ამდენად, შემდგომ ჩვენს მიერ შექმნილ პარტიაში ბატონი გიორგის დაპატიჟება ვფიქრობ, ცოტა უხერხულიც შეიძლება, ყოფილიყო.

 

ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მისი ლიდერობის ქვეშ შექმნილიყო გუნდი, მაგრამ ეს რეალობა არ შედგა – ის თავს იკავებს.

 

მე, როდესაც არც ვფიქრობდი აქტიურად პოლიტიკაში მონაწილეობას, ჩემი კანდიდატურის წარდგენა და რეკომენდაცია მოხდა გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016-ში. ამდენად, ჩვენთვის ბატონი გიორგი რჩება, როგორც მეგობარი, პოლიტიკურ სფეროში ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მრჩეველი – თუნდაც, გარკვეული გადაწყვეტილებისა.

 

ჩვენ მასთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს და ეს არ ყოფილა ერთჯერადი კომუნიკაცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან
2020-06-04Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან

 

გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება მის არც გრძელვადიან გეგმებში შედის?

 

-იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, გამოვრიცხავთ პოლიტიკაში მის დაბრუნებას, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით.

 

ვფიქრობ, რომ საკითხი სხვანაირად უნდა დაისვას. პირადად მე და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სიამოვნებით ვიხილავდით გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებულს.

 

-რატომ არ აქვს, ჯერჯერობით, გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი?

 

– ვფიქრობ, რომ ბატონ გიორგის თავად უნდა კითხვით ამის შესახებ, რადგან ჩემი მხრიდან თუნდაც მცირედი არასწორი ინტერპრეტაციის გაჟღერება სწორი არ იქნება.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე
X