16:25 | 2021-10-08 ავტორი: თამარ გონგაძე

EXCLUSIVE: “ჩუსტებით გამოვასწარით. ახლაც ვერ მოვსულვარ გონს…” – რას ამბობს ლაშა ღლონტის დედა „პრაიმტაიმთან“, რომელიც კორპუსის ნგრევის თვითმხილველია

EXCLUSIVE: “ჩუსტებით გამოვასწარით. ახლაც ვერ მოვსულვარ გონს…” – რას ამბობს ლაშა ღლონტის დედა „პრაიმტაიმთან“, რომელიც კორპუსის ნგრევის თვითმხილველია

დღეს ბათუმში ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საზარელ ფაქტს, “პრაიმტაიმთან”, ამ სახლის მკვიდრი, მემედ აბაშიძის სახლმუზეუმის დირექტორი, 76 წლის მზიულა ერისთავი (ლაშა ღლონტის დედა) იხსენებს.

 

მზიულა ერისთავი: – ნგრევის საშინელი ხმა იყო, ყველა სადარბაზოში გამოვცვივდით. რა დაინახა თვალმა! ახლაც ვერ მოვსულვარ გონს. ვერ ვაზროვნებ. ამერიკის 11 სექტემბრის ტერაქტი გამახსენდა.

 

მე დანგრეული სადარბაზოს გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ. ეზოში გამოვცვივდით, ჩუსტებით გამოვასწარით. მძახალმა მომაკითხა და იმ წუთას გამომაცალა იქაურობას.

 

დიდი მადლობა ხალხს - ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მამა
2021-10-08დიდი მადლობა ხალხს - ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მამა

 

გაზის გათიშვას რაც შეეხება, რომ გაითიშებოდა, გაგვაფრთხილეს. ეს ფაქტიც ერთი საათის შემდეგ მოხდა. თუმცა ჩამონგრევასთან კავშირში არ არის. ხშირად ხდება, გვაფრთხილებენ, სამუშაოების გამო გაზი ან დენი გაითიშებაო.

 

ამ სახლის ძველი მოსახლე არ ვარ. ბევრს არ ვიცნობდი ჩამონგრეულ სადარბაზოში. ვისაც ვიცნობ, გადარჩენილები არიან. სამსახურებში იყვნენ. თითო სართლზე სამი ოჯახი ცხოვრობს.

 

სარდაფში და პირველ სართულზე მიდიოდა სარემონტო სამუშაოები. ორი სართული დაშენებულია, სახლს ლიფტიც მიაშენეს. ანუ ხუთსართული იყო და შვიდსართულიანი გახადეს.

 

მაგ სადარბაზოს პირველ სართულზე ერთ და ოროთახიანში, კახა თარგამაძის დეიდაშვილი, სვეტა გუსეინოვა ცხოვრობდა. მან ეს ბინები გაყიდა. ვინ იყიდა, არ ვიცი. ახალი გადმოსულები არიან და რემონტს აკეთებდნენ. შარშან ლიფტი მიაშენეს. ახლა საძირკველი გამოუთხარეს და რა ვიცი…

 

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის შვიდსართულიანი სადარბაზო სრულად ჩამოინგა. უკვე რამდენიმე საათია, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. გადარჩენილები კლინიკებში არიან გადაყვანილნი…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!