fbpx
17:06 | 2020-05-12 ავტორი: ნინი ტაველიძე

Exclusive: „არ ვიცი ეს როგორ შეძელით, შთამბეჭდავია“ – გერმანელი ექიმი ქართველ კოლეგებზე

Exclusive: „არ ვიცი ეს როგორ შეძელით, შთამბეჭდავია“ – გერმანელი ექიმი ქართველ კოლეგებზე

„არ ვიცი ეს როგორ შეძელით, გერმანიაზე ბევრად ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილი გყავთ, შთამბეჭდავია“,- გერმანელი ექიმი, მარენ რუკერტი, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს „პრაიმტაიმს“ თავისი გამოცდილების შესახებ ესაუბრება.

 

–  რა დაბრკოლებებს შეხვდით ამ პერიოდის განმავლობაში?

 

– თავიდან ყველა ძალიან შეშინებულები ვიყავით. სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების რაოდენობა ლიმიტირებული იყო.

 

შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდა. გეგმიური ოპერაციები გადაიდო და 78% ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს დაეთმო.

 

თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სასწრაფო დახმარების პერსონალი იყო, რადგან მათ სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა არ ჰქონდათ. საავადმყოფოში ამის პრობლემა არ გვქონია.

 

ასე გამოვიყურებით სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე - შიშველი ექიმების პროტესტი გერმანიაში
2020-04-28ასე გამოვიყურებით სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე - შიშველი ექიმების პროტესტი გერმანიაში

 

 

– გერმანიაში ექიმებმა შიშველი პროტესტი მოაწყეს, რათა ჯანდაცვის სამინისტროსთვის დაენახებინათ, თუ როგორ გამოიყურებიან სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

 

– ამის მიზეზი იყო ის, რომ დასაწყისში სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა მხოლოდ საავადმყოფოს პერსონალისთვის იყო განკუთვნილი.

 

იმ ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არ მკურნალობდნენ, აღჭურვილობა არ ჰქონდათ. ამიტომ, ისინი პაციენტებს მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ. თუმცა, ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია.

 

–  რა იყო თქვენთვის, როგორც ექიმისთვის, ყველაზე დიდი სირთულე ამ პერიოდში?

 

– ყველაზე რთული ამ პერიოდში იყო ის, რომ სამედიცინო პერსონალიც დაინფიცირდა. ჩვენი გუნდის 1/3 კოვიდით იყო ინფიცირებული. ამიტომ, ბუნებრივია, ეს სამედიცინო პერსონალის სიმცირეს ქმნის.

 

რაც შეეხება კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობას, თუ პაციენტს სტაბილური მდგომარეობა აქვს, ეს დიდი სირთულეს არ წარმოადგენს.

 

უმრავლესობა, ვისაც მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება დასჭირდა, 75 წელს ზემოთ იყვნენ. მათ სხვა დაავადებებიც ჰქონდათ.

 

– სასუნთქი აპარატების რაოდენობა საკმარისი იყო?

 

– სასუნთქი აპარატები არასდროს იყო ჩვენთვის პრობლემა. ჩვენ გვყავდა ინფიიცრებული პაციენტები იტალიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან. ასე რომ, არჩევანის წინაშე ვინ გადაგვერჩინა არასდროს დამდგარვართ.

 

– როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდებათ?

 

ალბათ ეს შეზღუდვები, კარანტინი. ახლა გერმანიამ ნელ-ნელა დაიწყო შეზღუდვების მოხსნა. ამ პერიოდში ადამიანები, რომლებსაც სხვა დაავადებები აწუხებდათ, კლინიკებს არ აკითხავდნენ, რადგან დაინფიცირების ეშინოდათ. მგონია, რომ სამომავლოდ დიდ პრობლემას შექმნის.

 

– საქართველოზე რას იტყვი? როგორ შეაფასებდი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლას?

 

– ძალიან კარგად იმუშავა საქართველომ. არ ვიცი ეს როგორ შეძელით, გერმანიაზე ბევრად ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილი გყავთ, შთამბეჭდავია.

 

ვფიქრობ, გერმანიაში შეზღუდვების დაწესებამ დააგვიანა და ამიტომ იყო ასეთი შედეგი.

 

– რაიმე შემთხვევას ხომ არ გაიხსნებდით ამ პერიოდში, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ, მოტივაცია მოგცათ?

 

– ჩვენ გვყავდა 58 წლის ინფიცირებული პაციენტი. როდესაც ის საავადმყოფოში მოვიდა, მისი მდგომარეობა სრულებით დამაკმაყოფილებელი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ, უცბად სასუნთქი აპარატი დასჭირდა.

 

კოვიდის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან სწრაფად იცის განვითარება.

 

ერთ წამს პაციენტები თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ, ცოტა ხნის შემდეგ კი სუნთქვა აღარ შეუძლიათ.

 

ის იყო ჩვენს საავადმყოფოში პირველი ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილება დასჭირდა. 3 კვირის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული.

 

არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა. მას ლეიკემია ჰქონდა. ყველა ფიქრობდა, რომ ის ჩვენს საავამდყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი იქნებოდა. ის გადარჩა!

 

6 კვირის განმვლობაში იყო საავამდყოფოში და როდესაც წავიდა, თავს ძალიან კარგად გრძნობდა.

 

ეს პაციენტი ყველა ექიმისთვის მოტივაცია იყო – იმ შემთხვევაშიც თუ საქმე ძალიან ცუდად არის, ჩვენ ამის გამოსწორება შეგვიძლია!

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X