17:16 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

Exclusive – „ნიჭიერიდან“ გამოგონებაში – როგორ გაგრძელდა „კუბიკრუბიკიანი“ პატარა ბიჭის ცხოვრება

Exclusive – „ნიჭიერიდან“ გამოგონებაში – როგორ გაგრძელდა „კუბიკრუბიკიანი“ პატარა ბიჭის ცხოვრება

19 წლის ლუკა ყვავილაშვილი, ახალი კომპიურეული ტექნოლოგიის „Deskomy“-ს გამომგონებელი და დამფუძნებელია. Deskomy-ის ისტორია რამდენიმე წლის წინ იწყება, როცა 14 წლის ლუკამ პროგრამირების სწავლა საკუთარი ძალებით გადაწყვიტა. მალევე „სტარტაპის“ იდეა მოუვიდა და მის განხორციელებაზე მუშაობასაც შეუდგა. 16 წლის ასაკში კი, „სტარტაპ საქართველოსგან“ კონკურსის მაქსიმალური დაფინანსება მიიღო. „პრაიმტაიმი“, ახალგაზრდა ნიჭიერ გამომგონებელს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

 

– პროგრამირების სწავლა, 14 წლის ასაკში დავიწყე. ქ. თბილისის ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც პროგრამირების დამატებითი გაკვეთილები გვიტარდებოდა და მეგობრებთან ერთად დამებადა ეს იდეა. ჩემი მეგობრები, უფრო ადრე იყვნენ ჩართული ტექნოლოგიებში, მე 14 წლის ასაკიდან შევუერთდი მათ. საკუთარი ლეპტოპი არ მქონდა და ოჯახმა სასწრაფოდ შემიძინა, რომ პროგრამირების სწავლას უკეთ დავუფლებოდი. მალე ისეთ პრობლემებს შევხვდი, როცა ლეპტოპი ინფორმაციებით გაივსო, მეხსიერება აღარ არსებობდა და ფაილები აღარ ეტეოდა.

 

width=600

 

გამოსავალი რა იქნებიდა,  Google Drive-ის შესახებ ინფორმაცია წავიკითხე და ძალიან მომეწონა. დარეგისტრირებისას ჩავთვალე, რომ აქამდე, მხოლოდ დესკტოპის ინტერფეისი ვიცოდით და უცებ დამხვდა სია. გამიკვირდა ძალიან და ცოტა დავიბენი. როგორც აქამდე მქონდა ფაილებთან ურთიერთობა, ისე მექნებოდა იქაც. განსხვავება ის არის, რომ აქაც ინტერნეტით ხდება ფაილებთან ურთიერთობა. ვიფიქრე, რა უსამართლობაა, რატომ არ შეიძლება აქაც მქონდეს დესკტოპი-მეთქი. რა გახდა ერთი  დესკტოპის გაკეთება-მეთქი. თანდათან დავიწყე მუშაობა. რამდენიმე ხანში მამაჩემს ვაჩვენე, რომელიც ბიზნესმენია. დაინტერესდა ჩემი გამოგონებით, ხალხიც შემოგვიერთდა და ბოლოს, „სტარტაპ საქართველომდეც“ მივაღწიეთ.

 

– რამდენი ხანი დაგჭირდათ ამ პროგრამის შექმნისთვის?

 

– ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა პროგრამირება, დაახლოებით სამი თვის დაწყებული მქონდა, ბევრი რამ არ ვიცოდი. თან ვსწავლობდი და თან ამ საქმეს ვაკეთებდი. უფრო იმიტომ დავიწყე ეს პროექტი, რომ ვიცოდი ბევრს ვისწავლიდი პრორამირებაში, ნელი ნაბიჯით მივიწევდი წინ, დაახლოებით 1,5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ამის შემდეგ მამაჩემმა მიმიყვანა ჯაბა ბურჯალიანთან, რომელიც ჩვენი თანადამფუძნებელია, რომელსაც სტარტაპებთან დიდი გამოცდილება ჰქონდა. მან დაგვაკავშირა „სტარტაპ საქართველოს“, ბიზნეს გეგმა შეგვიდგინა, დავწერეთ განაცხადი და ერთ კვირაში მოგვივიდა პასუხი დაფინანსებაზე. ეს ამბავი, 2017 წელს მოხდა.

 

width=600

 

– ოფიციალურად როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა და რას გულისხმობს „დესკომი“?

 

– ოფიციალურად 2018 წელს დავიწყეთ ინვესტიციების მიღება და გამოყენება. ყოველთვის უფრო მარტივია, ვაჩვენო მომხმარებელს, ვიდრე წაერილობითი ავხსნა. Deskomy-ს მიზანი არის, რომ მომხმარებელს საკუთარ „ონლაინ დესკტოპზე“ წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან ჰქონდეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ატვირთოს, ჩამოტვირთოს ან გაუზიაროს ფაილი სხვა მომხმარებელს მარტივად და სწრაფად. გარდა ამისა, ჩვენი ონლაინ სამუშაო პლატფორმა, როგორც შიდა სისტემა, არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ „დივაისებზე“ და რომელიმე კომპიუტერის დაზიანების შემთხვევაში კომპანიის თანამშრომელი არ დაკარგავს საკუთარ ფაილებს. იდეა არის, რომ „ქლაუდ ტექნოლოგიები“ გულისხმობს, ჩემი ფაილების სხვის კომპიუტერში ყოფნას.

 

width=600

 

იდეის დონეზე, ძალიან მარტივია. ამის გამო არ უნდა იცვლებოდეს საიტებთან ურთიერთობის გზა, რომელსაც მომხმარებელი მიჩვეულია ბოლო 40 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ცუდ ექსპორტს ვიყენებთ ფაილებზე სამუშაოდ. უცებ ეს ახალი ტექნოლოგია შემოდის, როცა ჩემს ლეფტოპს ვხსნი, თავს „საკუთარ სახლში “ ვგრძნობ, სწორედ ამის გამო მოგვინდა ამის გაკეთება. იდეა არის, რომ მომხმარებელს დავუბრუნოთ ის კომფორტი, რაც წაართვეს „ტექოლოგიურმა მაგნატებმა“.

 

– რა სიდიდს ინფორმაციას ინახავს „დესკომი“?

 

მომხმარებელი შედის, რეგისტრირდება, არ სჭირდება არანაირი პროგრამის გადმოწერა. ეს ყველაფერი ბრაუზერში ხდება. ჩვენი უპირველესი გეგმა იყო, რომ რაც შეიძლება მარტივად შეღწევადი ყოფილიყო ნებისმიერ ბრაუზერში. მომხმარებელს, უფასო რეგისტრაციის შემდეგ, 10 GB მეხსიერებას ვთავაზობთ უფასოდ. რომელსაც როგორც უნდა ისე გამოიყენებს. ბოლო პერიოდში შევამჩნიეთ, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი იყენებს, რომ გვაქვს რეფერალური სისტემა, ანუ თქვენ, მომხმარებელს ეძლევა ლინკი, რომელსაც თუ სხას გაუზიარებს და ის დარეგისტრირდება ორივეს საჩუქრად ნახევარი GB გადაეცემა.

 

width=600

 

– რამდენად სანდო და უსაფრთხოა?

 

ნამდვილად კარგი კითხვა იყო. „დესკომის“ უსაფრთხოება, გულწრფელად რომ გითხრათ, დროთა განმავლობაში დავხვეწეთ და მომხმარებლისთვის, ძალიან ოპტიმალური გავხადეთ. მთავარი, რაც არის ფაილების უსაფრთხოებაზე, ძალიან დიდი რესურსი გვეხარჯება, მაგრამ ყველა უსაფრთხოებას ვიცავთ.

 

 – ახალი ტექნოლოგიის განვითარება, როდის დაიწყო?

 

– ფაქტობურად, ახალი დაწყებულია, ახლა ვიწყებთ. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პროდუქტი, რომელიც გვაქვს, მუშაობს ყველა იმ ფუნქციით, რაც „სტარბოქსს“ აქვს.

 

– სამომავლოდ რას აპირებთ?

 

– რამდენიმე ბიზნეს პარტნიორი გვყავს და ახლო მომავალში, ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას. შეთანხმებულები ვართ და როცა უკვე მზად გვექნება ბიზნეს პროდუქტი, გავყიდით. რამდენიმე ბიზნეს კომპანია, ჩემგან ელოდება ახალ პროდუქტს.

 

სამომავლოდ, საინტერესო გეგმა მაქვს. გახსოვთ ალბათ, გუგლის მიერ გამოშვებული Chrome Book, რომელიც პატარა, მსუბუქი და იაფი ლეპტოპია, რომელსაც აქვს ინტერნეტთან წვდომა. თეორიულად, გრძელვადიანი გეგმა გვაქვს, რომ ჩევენი ლეპტოპები შევქმნათ, რომელსაც იაფი და უფრო მეტი წვდომა ექნება ოფისებსა და სტუდენტებთან.

 

– ბავშვობაში სხვა პროფესიით იყავით გატაცებული…

 

13 წლამდე მუსიკით ვიყავი გატაცებული და პიანისტობას ვაპირებდი, მაგრამ გარკვეულ ასაკში აღარ მომინდა და თავი დავანებე. ჩემი ძმა, მამა, ბაბუა, დიდი ბაბუა ფიზიკოსები არიან, ბებია კიბერნეტიკოსი, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ანალიტიკური, მათემატიკური ცოდნის მისაღებად, ბავშვობიდან მამზადებდა ოჯახი.

 

width=600

 

– და მუსიკალური სამყაროდან, ტექნოლოგიურ სამყაროში გადაინაცვლე…

 

ფაქტიურად გამოვიდა, რომ მუსიკალურ სამყაროს, 13 წლის ასაკში დავემშვიდობე.

 

– „ნიჭიერის“ პროექტში მონაწილეობას როგორ გაიხსენებდი?

 

მონაწილეობა, რუსთავი 2-ის პროექტ „ნიჭიერში“, 13 წლის ასაკში მივიღე. იმ დროს, მე და ჩემი ძმა, ვეკუას სახელობის 42-ე სკოლაში ვსწავლობდით, მან კარგად იცოდა რუბიკის კუბის აწყობა და შემდეგ, მეც მასწავლა.

 

იმ დროს, საქართველოში ახალი შემოსული იყო და ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა მისი აწყობა, ეხლა უკვე ბევრნი არიან. კუბი, „ნიჭიერში“ გამოსვლის დროს, 13 წამში ავაწყე. ჩემპიონატშიც კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ერთმა ბიჭმა მაჯობა და ამიტომ მეორე ადგილი დავიკავე. ის ჩემზე უფრო სწრაფად აწყობდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროდიუსერებმა მიგვიყვანეს ნიჭიერში და რომ გაიგეს, რომ ვუკრავდი, ორივე ნაწილი გამოიყენეს. პროექტში, პიანინოზეც დავუკარი და თან წამებში ავაწყვე კუბი.

 

width=600

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები