15:45 | 2021-09-17 ავტორი:

ევროპული სასამართლო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს

ევროპული სასამართლო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს

ევროპული სასამართლო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს 1500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანისთვის ზარალი კომპენსაციის სახით აუნაზღაუროს.

 

საქმე ეხება 2006 წლის მოვლენებს, როდესაც რუსეთმა საიმიგრაციო კანონების დარღვევის საბაბით, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოახდინა. მომხდარის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. მორალური კომპენსაცია რუსეთიდან გამოძევებულ სულ ცოტა 1500 ადამიანზე უნდა განაწილდეს.

 

სასამართლო შეშფოთებას გამოხატავს, რომ 2019 წლის 30 აპრილის შემდეგ გადახდა ჯერ კიდევ არ შესრულებულა და რუსეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაასრულოს შიდა პროცედურები და გადახდა დროულად უზრუნველყოს.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X

error: Content is protected !!