14:31 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

„ევროპული სახელმწიფოები სათანადო ზომებს მიმართავენ და საკუთარ მოქალაქეებს შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევენ და აფრთხილებენ, რომ საქართველოში შესვლა საშიშია” – სერგო ჩიხლაძე

„ევროპული სახელმწიფოები სათანადო ზომებს მიმართავენ და საკუთარ მოქალაქეებს შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევენ და აფრთხილებენ, რომ საქართველოში შესვლა საშიშია” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმამშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძის განცხადებით ქვეყანაში შექმნილ კოვიდ მდგომარეობაზე შესაბამის რეაგირებას ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს, მაშინ როცაკოვიდ 19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე  ევროპული სახელმწიფოები სათანადო ზომებს მირათავენ და საკუთარ მოქალაქეებს შესაბმის რეკომენდაციებსაც აძლევენ, მათ შორის, აფრთხილებენ, რომ უკვე საქართველოში შესვლა საშიშია.  ჩიხლაძის თქმით, ამ მიმართულებით და კრიზისის დასაძლევად საჭირო ზომების მიღებისთვის მოქმედი მთავრობა უმოქმედოდაა, უფრო მეტიც, ქვეყანაში  ჯანდაცვის სისტემის მზაობაც  არ იგრძნობა.

 

„კოვიდ 19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამწუხაროდ  იზრდება და დღევანდელი მაჩვენებლით რაოდენობა უკვე 200 გადასცდა.  მაგრამ ხაზგასასმელი და საყურადღებოა,  არამარტო გაზრდილი ციფრები, არამედ ჯანდაცვის სისტემის რეაგირება გაზრდილ შემთხვევებზე და ზოგადად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზაობა ამ მიმართულებით. სწორედ, ამ ორი ციფრის მონაცემებით ხდება ქვეყანის უსაფრთხოების ანუ იმის დადგენა, თუ რამდენად საშიშია აღნიშნულ ქვეყანაში შესვლა. სამწუხაროდ, ციფრები იზრდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი, კვლავინდებურად შექმნილი კრიზისი დასაძლევად მზად არ არის და ჩვენ ვხედავთ იმ ქაოსს, რაც ხდება საკარანტინე სივრცეში, კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში,” – აცხადებს ჩიხლაძე და  ტესტირებასთან დაკავშრებით უამრავ პრობლემზეც მიანიშნებს. მისივე თქმით,  დღეები სჭირდება ტესტირების პასუხის დადგენას და პასუხები ხშირად არეულია და ა.შ.

 

„ტესტერების პასუხები არეულია, დადებითიანთან უარყოფითი პასუხის მიდის და პირიქით, უარყოფითიანთან დადებითი. ქვეყანაში კოვიდ 19-ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის გაზრდაზე უკვე რეაგირებენ ევროპული სახელმწიფოები და რეკომენდაციებს აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, იმის შესახებაც, რომ უკვე საქართველოში შემოსვლა საშიშია, რაც სამწუხაროა. ასევე სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ მწვანე ქვეყნის სტატუსი და ის თვეები, როდესაც ჩვენ მართლა შეიძლებოდა გვესარგებლა მიმოსვლის აღდგენით, საზღვრების გახსნით და ნაკლები ზიანი მიგვეღო ეკონომიკურად, ვერ გამოვიყენეთ,” მიაჩნია ჩიხლაძეს და მაგალითისთვის გაზაფხულზე შექმნილი მდგომარეობა მოყავს, როდესაც კოვიდ შემთხვევები გაცილებით დაბალი იყო და საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა.

 

“შეგახსენებთ, რომ დაბალი ციფრების პირობებშიც, მაგალითისთვის მარტი-აპრილის პერიოდი რომ გავიხსენოთ, როდესაც ქვეყანაში ერთეული შემთხვევები გვქონდა, მაშინაც კი ვერ მოხდა საქართველო 40 უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეყვანა, მაშინ როდესაც ბევრად უფრო დაზარალებული ქვეყნები მოხდნენ ამ სიაში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად.  მიუხედავად იმისა, რომ  ერთეული შემთხვევების პროგნოზირება კეთდებოდა,  რადგან  ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო,  თუნდაც მის დასაძლევად და  მისი მხრიდან  ეფექტური რეაგირება არ იგრძნობოდა. მაშინაც კი, დაბალი რიცხვების შემთხვევაში, ევროპელი პარტნიორები და კვლევითი ორგანიზაციები თვლიდნენ, რომ საქართველო არ იყო მზად ინფექციის გაზრდილი შემთხვევებისთვის და შედარებით მძიმე სცენარისთვის. ამიტომ არ შევიდა იმ პერიოდშიც კი, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო, რადგან ოდნავი მატებაც კი გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ამისთვის მოუმზადებელი იყო სისტემა, რაც სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვის შემდეგ პრაქტიკულად  დავინახეთ. სამწუხაროდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ არცერთი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ ალტერნატივის სახით შევთავაზეთ სახელმწიფოს, არ იქნა განხილული მთავრობის მიერ“,  –  განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები