fbpx
13:03 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

ევროპაში კი არა, სახლებში არ ვართ შესასვლელები – ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე ანტონს იცავს

ევროპაში კი არა, სახლებში არ ვართ შესასვლელები – ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე ანტონს იცავს

ეკლესიაზე შეტევას თავი გაანებეთ, უკან მოგიბრუნდებათ ყველას – განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

 

მღვდელმთავარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმარა.

 

საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ დასავლური არჩევანის წინააღმდეგ - ნიკა მელია
2020-05-26საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ დასავლური არჩევანის წინააღმდეგ - ნიკა მელია

 

„მეუფე ანტონს ყველა იცნობს. რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა.

 

უბრალოდ იმან თქვა, რომ როგორც ჩვენ ვიქცევით, სირცხვილია ასე შესვლა ევროპაში.

 

ევროპაში კი არა სახლებში არ ვართ შესასვლელები ისე ვიქცევით.

 

პატრიარქმაც და სინოდმაც განაცხადა დასავლური კურსი, ბევრს ნუღარ ვლაპარაკობთ.

 

ქართულ ეკლესიაზე დგას ჩვენი ქვეყანა 2000 წელია, ეკლესიას ქვეყნისთვის არ უღალატია და ვის ინტერესებში შედის ეკლესიაზე შეტევა და ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს, კარგად ჩანს“, განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X