19:24 | 2020-11-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ევროკავშირმა საიმედო ვაქცინის 300 მილიონი დოზა 27 ქვეყნისთვის წინასწარ შეიძინა

ევროკავშირმა საიმედო ვაქცინის 300 მილიონი დოზა 27 ქვეყნისთვის წინასწარ შეიძინა

ევროკავშირი 27 ქვეყნისთვის 300 მილიონ Covid-19-ის ვაქცინას ყიდულობს. ამის თაობაზე ორ კომპანიასთან შეთანხმება დადო – ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმი” გთავაზობთ:

 


გაიცანით „სასტუმროს მოსამსახურეების“ შვილები, რომლებმაც COVID-19-ის პირველი წარმატებული ვაქცინა შექმნეს
2020-11-10გაიცანით „სასტუმროს მოსამსახურეების“ შვილები, რომლებმაც COVID-19-ის პირველი წარმატებული ვაქცინა შექმნეს

 

“ევროკავშირის წარმოამდგენლობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმება Pfizer-სა და BioNTech-თან გააფორმა Covid-19-ის ვაქცინის შეძენის შესახებ. კომპანიები ევროკავშირს 300 მილიონამდე დოზას მიაწვდიან.

 

Pfizer-ის განცხადების მიხედვით, BioNTech-ის შემუშავებულმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ 90%-ით ეფექტიანობა აჩვენა, ისინი ვაქცინის პირველი მწარმოებლები გახდნენ, რომლებმაც წარმატებული შუალედური მონაცემები კორონავირუსის ვაქცინის მასშტაბური კლინიკური გამოკვლევისას აჩვენეს.

 

ევროკავშირის გარიგების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყანა შეძლებს 200 მილიონ დოზას და კიდევ დამატებით, 100 მილიონს შეიძენს.” – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X