16:19 | 2020-04-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

ევროკავშირმა იტალია კორონავირუსის კრიზისის დასაწყისში მარტო დატოვა – იტალიის პრემიერ-მინისტრი

ევროკავშირმა იტალია კორონავირუსის კრიზისის დასაწყისში მარტო დატოვა – იტალიის პრემიერ-მინისტრი

ევროკავშირმა იტალია კორონავირუსის კრიზისის დასაწყისში მარტო დატოვა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

 

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ამისთვის ევროკავშირის სახელით ბოდიში მოიხადა. ძალიან დავაფასე ეს ჟესტი.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ძლიერ შოკს განვიცდით.

 

აქამდე, ბევრი ევროპული ქვეყანა მხოლოდ საკუთარი უპირატესობის მოპოვებით იყო დაკავებული.

 

გერმანიას სავაჭრო ბალანსი ევროკავშირის წესებით გათვალისწინებულ ნორმაზე მეტი აქვს და ამ ნამატით იგი მუშაობს არა როგორც ლოკომოტივი, არამედ როგორც მუხრუჭი.

 

იტალიელები თავს მიტოვებულად გრძნობენ ზუსტად იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ამ კავშირისგან სარგებელს იღებენ“,- ამბობს მთავრობის ხელმძღვანელი.

 

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იტალიას ბოდიში მოუხადა კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენის ნაკლებობისთვის.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +