fbpx
17:43 | 2020-06-02 ავტორი: ნინი ტაველიძე

ევროკავშირი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით შოკირებულია – ბორელი

ევროკავშირი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით შოკირებულია – ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით შოკირებულია. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

ბორელი სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადაჭარბებულად გამოყენების გამო იმედგაცრუებულია.

 

„აქ ევროპაში, ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, ჩვენ შოკირებულნი და იმედგაცრუებულნი ვართ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენების წინაშე“,- განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X