fbpx
23:05 | 2020-09-25 ავტორი: თამთა თორდია

„ევა მოდელობას და ტელევიზიაში მუშაობას არ აპირებს“ – შორენა ბეგაშვილი ქალიშვილის გეგმებზე

„ევა მოდელობას და ტელევიზიაში მუშაობას არ აპირებს“ – შორენა ბეგაშვილი ქალიშვილის გეგმებზე

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი „პრაიმტაიმთან“ შვილზე ევა ბარბაქაძაზე საუბრობს.

2020-09-24"ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვიძლია" - შორენა ბეგაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ახალ სიყვარულზე, ქალიშვილზე და გრანდიოზულ პროექტზე

 

მისი თქმით, ევა ძალიან ლამაზი გოგო გახდა და ის ყოველდღე ტკბება მისით.

 

„ევა სწავლობს, თვალს და ხელს შუა იზრდება. ისეთი ლამაზი გოგო გახდა, ყოველდღე ვტკბები. შესაძლოა ჩემს შვილზე ასე არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ რა ვქნა. ევას არ უყვარს გადაღებები, მაგრამ ჩემი თხოვნით დამთანხმდა, რაღაცებს დავპირდი, მოვისყიდე და ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იქნება.

 

როცა დედა პოპულარულია ბავშვი ირჩევს ჩრდილში ყოფნას, ასე ხდება ევას შემთხვევაშიც. რამდენიმე თვის წინ გახსნა ინსტაგრამი, ცოტა ხნის წინ „თაიმის“ სახე გახდა. ასეთ ბრენდთან თანამშრომლობა დიდი საქმეა, მაგრამ ევა მოდელობას და ტელევიზიაში მუშაობას არ აპირებს,. ის ფსიქოლოგიურზე სწავლობს და ამ კუთხით აპირებს მუშაობის გაგრძელებას“,- ამბობს შორენა.

 

თქვენს ერთ-ერთ ინსტაგრამ ლაივს მოვუსმინე, სადაც გულახდილად საუბრობდით, ცხოვრებისეულ სირთულეებზე, რა გეხმარებათ რთულ პერიოდში, ცხოვრების თავიდან დაწყებაში?

 

– როცა შვილი გყავს, არ გაქვს უფლება რაღაცაზე დიდხანს ინერვიულო. უნდა მოიკრიბო ძალა, თავი ხელში აიყვანო და დაიწყო ახალი ცხოვრება. როცა შენს შვილს სჭირდები, უფლება არ გაქვს მოწყენილი და დეპრესიაში იყო. დეპრესია ფუფუნებაა. მშურს იმ ადამიანების, ვინც ცუდად არის და სახლშია ჩაკეტილი.

 

– თქვენმა რჩეულმა ევას საკუთარ დაბადების დღეზე ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა…

 

– როცა კაცს უყვარს ქალი, ცდილობს მისი შვილიც ბედნიერი იყოს. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ავტორი: თამთა თორდია
X