14:00 | 2020-04-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას – გაბუნია

ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას – გაბუნია

ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებსსწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„დაავადებათა კონტროლის მიერ ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით ორი ადამიანის ტრენინგი იგეგმება.

 

ეს ადამიანები მომზადდებიან ნაცხის აღების ტექნიკაში, რათა მათ გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული ტესტები მას შემდეგ, რაც ეს ტესტები ყველა კლინიკისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

კლინიკური სიმპტომები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტესტების გამოყენებასთან მიმართებაში გვქონდეს რაციონალური მიდგომა.

 

სიმპტომების არქონის შემთხვევაში ყველას ტესტირებას რაციონალური გამოსავლები ვერ ექნება და ასეთი მიდგომა ახალი ალგორითმით გათვალისწინებული არ არის,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები