10:23 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

ესპანეთში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

ესპანეთში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

ქართველ სასულიერო პირს მადრიდში კორონავირუსი დაუდგინდა. მისი დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

 

როგორც არქიმანდრიტი პიროსი (გოცირიძე ) „ფორმულასთან“ საუბრისას ყვება, მას ვირუსი იოლ ფორმებში აქვს.

 

„10 დღის წინ სიცხე მომცა, სისუსტეს ვგრძნობდი, თავის ტკივილიც მქონდა. დაახლებით 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეში. როდესაც ვსუნთქვადი, ვგრძნობდი, რომ გული მაწუხებდა.

 

ჩამიყვანეს, გადავიღე რადიოგრაფია და მითხრეს, რომ კორონა არისო, უბრალოდ ძალიან იოლ ფორმებში.

 

თავად ეკლესიამაც განცხადება გააკეთა და მოგვწერეს ჩვენც, რომ აღარ გვქონდა უფლება ჩაგვეტარებინა მსახურებები ტაძარში, გადავედით ონლაინ ლოცვებზე“,- ამბობს არქიმანდრტი პიროსი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X