17:10 | 2020-03-19 ავტორი: Prime Time

ესპანეთში ჩვენი საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახთან – დავით ზალკალიანი

ესპანეთში ჩვენი საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახთან – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტის შესახებ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძირა.

 

„უკვე იცით, რომ გვაქვს ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, გარდაცვლილი გახლავთ ხანდაზმული მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა თანმდევი სიმპტომები, ამიტომ გარკვეულწილად იყო გართულებული შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი მოხდა და ბუნებრივია, ვწუხვარ, ოჯახს ვუზიარებ ჩემს მართლაც გულწრფელ სამძიმარს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი წესით სამშობლოში გადმოსვენება და ამ ვითარებაში, აუცილებელია რომ გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლი.

 

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე ესპანეთში საქართველოს საკონსულოს მუდმივი კონტაქტი აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

 

შეგახსენებთ, ესპანეთში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აღენიშნებოდა სხვა ქრონიკული დაავადებები.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X