16:34 | 2020-03-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ესპანეთმა დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

ესპანეთმა დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3 434-მდე გაიზარდა, რაც აღემატება ჩინეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობას.

 

ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 738 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ესპანეთი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც COVID19-ით ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია.

 

ჩინეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაიღუპა 3 287 ადამიანი, ხოლო იტალიაში 6 800-ზე მეტი ლეტალური შემთხვევაა.

 

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა და 47 610 შეადგენს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +