fbpx
15:53 | 2020-06-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ესენი არიან გრანტებზე, სიტუაციაზე მორგებული ადამიანები – მეუფე საბა NGO-ებზე 

ესენი არიან გრანტებზე, სიტუაციაზე მორგებული ადამიანები – მეუფე საბა NGO-ებზე 

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბა გიგიბერიამ ქადაგებისას არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი მხოლოდ სიტუაციაზე და გრანტებზე მორგებული ადამიანები არიან.

 

„ადამიანებს მოუბრუნდებათ ენა პატრიარქის და სხვა მღვდელმსახურების სალანძღავად, და ვინა არიან ეს ადამიანები? მათ სახელმწიფოზე შესტკივათ გული? მათ ეკლესიაზე შესტკივათ გული? მათ თქვენზე შესტკივათ გული? არა! ესენი არიან კარგად მორგებული სიტუაციაზე, გრანტებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ქვა ქვაზე არ დაუდიათ.

 

ვინ არის ქალი, რომელსაც მეუფე საბამ სახალხოდ დაუჩოქა - „ყველაფერი გააკეთა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი“
2020-06-17ვინ არის ქალი, რომელსაც მეუფე საბამ სახალხოდ დაუჩოქა - „ყველაფერი გააკეთა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი“

 

და მუდმივად სხვის გაკეთებულ საქმეში იქექებიან, იმას კი არ გეუბნებიან რამდენი გაგიკეთებია და მადლობა. თუ ბევრი აღმოჩნდება, გეტყვიან რაში გვჭირდებოდა ამის გაკეთება, ღარიბი ხალხი დაგეპურებინათო და თუ არაფერს არ გააკეთებ მაშინ გეტყვიან ესენი არაფერს არ აკეთებენ და ე.ი რა საჭიროა ეგეთი ხალხი. აი ვერ გაიგებ ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები“, – ამბობს მეუფე საბა ქადაგებაში

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X