fbpx
21:26 | 2020-10-06 ავტორი: Prime Time

ეს უნდა იცოდეთ! რა როლს თამაშობენ ბავშვები კორონავირუსის გავრცელებაში

ეს უნდა იცოდეთ! რა როლს თამაშობენ ბავშვები კორონავირუსის გავრცელებაში

პანდემიიდან 8 თვის თავზე მსოფლიო ნელ-ნელა ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. კორონავირუსის პარალელურად სხვადასხვა ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. გამონაკლისი არც საქართველო გახლავთ.

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყეს.

 

რა როლს თამაშობენ ბავშვები კორონავირუსის გავრცელებაში ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ბავშვებს დაავადება მსუბუქად გადააქვთ და ხშირად სიმპტომები საერთოდ არ უვლინდებათ.

 

ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის შემთხვევების რაოდენობა თინეიჯერებში უფრო მაღალია, ვიდრე ბავშვებში.

 

WHO პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც სკოლასა და COVID-19-ს ეხება

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X