fbpx
17:17 | 2020-05-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

ეს უხანის ცნობილი ლაბორატორიაა – ნახეთ რას საქმიანობენ იქ

ეს უხანის ცნობილი ლაბორატორიაა – ნახეთ რას საქმიანობენ იქ

საკამათო ექსპერიმენტები – უჰანის ლაბორატია, რომელსაც ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებაში ადანაშაულებენ, – ამ სათაურით სტატიას newsweek-ი აქვეყნებს.

 

ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-მ ჩინეთი ვირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა, ამერიკის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ თავისი შეფასება შემდეგნაირად განაახლა – ვირუსმა შემთხვევით ინფექციური ლაბორატიიდან გაჟონა.

 

მოხსენებას, რომელიც 27 მარტით თარიღდება, აშშ-ს ოფიციალური პირები ადასტურებენ.

 

მოხსენება ცხადყოფს, რომ აშშ-ს სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ იანვრის შეფასება შეცვალა, რომელშიც ეწერა, რომ CoVid-19 ბუნებრივი გზით გავრცელდა.

 

ახლა შეფასებაში წერია, რომ შესაძლებელია, ახალი კორონავირუსი შემთხვევით, სარისკო ლაბორატორიული პროცესების შედეგად უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

 

საიდუმლო მოხსება სახელწოდებით – „CoVid-19-ის წარმოშობა უცნობი რჩება“, – გამორიცხავს იმ აზრს, რომ დაავადება გენეტიკურად შემქნეს ან განზრახ გაავრცელეს, როგორც ბიოლოგიური იარაღი.

 

„ჩვენ არ გვაქვს სანდრო მტკიცებულება იმისა, რომ SARS-CoV-2 განზრახ შემქნეს ან სპეციალურად გაუშვეს, როგორც ბიოლოგიური იარაღი“,- ნათქვამია მოხსენებაში

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის მთავრობამ ასეთი საშიში ვირუსი სპეციალურად გაუშვა, განსაკუთრებით ჩინეთის მასშტაბით.

 

თან მაშინ, როდესაც ვირუსს კარგად არ იცნოდნენ და არც ვაქცინა არსებობდა.

 

აბოსლუტურად ყველა მეცნიერმა, რომელთანაც Newsweek-მა ინტერვიუ ჩაწერა, ვირუსის განზრახ გავრცელების თეორია კატეგორიულად უარყო.

 

კორონავირუსით მსოფლიოში 3 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული.

 

თავდაპირველად ვირუსმა ყველაზე მეტად ჩინეთს დაარტყა და შემდეგ გავრცელდა.

 

ამერიკა ვირუსით ყველაზე მეტადაა დაზარალებული. 27 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში ვირუსით გარდაცვალების 55 000 შემთხვევა ფიქსირდება.

 

ვირუსის წარმოშობის შესახებ მეცნიერები და პოლიტიკოსები აქტიურად მსჯელობენ.

 

საბოლოო პასუხი, თუ როგორ წარმოიშვა პირველად დაავადება, შესაძლოა, არც არასდროს გახდეს ცნობილი.

 

ამერიკის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ისინი ჯერჯერობით კოლექტიურად არცერთ თეორიაზე არ შეჯერებულან.

 

არასაიმედო წყარო

 

ახალი ვირუსის წარმოშობის დადგენა ადვილი არ რის.

 

უჰანის ინსტიტუტის მკვლევარებს ათწლეულზე მეტი დრო დასჭირდათ, იმისთვის, რომ 2002-2003 წლების SARS-ის ვირუსის წარმოშობასა და იუნანის პროვინციაში ღამურების გამოქვაბულს შორის კავშირი ეპოვათ.

 

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთის სამხედრო სამედიცინო აკადემიამ თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ მეცნიერულად კორონავირუსის წარმოშობის დადგენა შეუძლებელი იყო.

 

ჩინეთის მთავრობის მიერ გაკეთებულ პირველ შეფასებაში აღნიშნული იყო, რომ SARS-CoV-2-ის წარმოშობა, რომელმაც შემდგომში ახალი კორონავირუსი გამოიწვია, ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზართან იყო დაკავშირებული.

 

დაავადების გავრცელების პირველ დღეებში ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადაეცემოდა.

 

ხოლო ის ექიმები, რომლებიც მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბრობდნენ, გააჩუმეს.

 

ამის პარალელურად ცრუ თეორიამ – აშშ-ს მიერ უჰანის ლაბორატორიაში ვირუსის წარმოშობაზე, გავრცელება დაიწყო.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

 

უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, იუან ჟიმინგმა ვირუსის განზრახ ბოროტად შექმნის თეორიას შეუძლებელი უწოდა.

 

„აშშ-ს გალვესტონის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა დაამტკიცა, რომ ევროპისა და ამერიკის მსგავსად ჩვენი ლაბორატორიაც ძალიან კარგადაა გამართული.

 

ვფიქრობ, ხალხისთვის ამ ასოციაციის შექმნის მიზანი ნათელია.

 

ეს არის მავნე ნაბიჯი, რომელიც ხალხის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმრთულად ისახავს. რომ ადამიანებმა იფიქრონ ვირუსი ჩვენი (უჰანის) ლაბორატორიიდან გავრცელდა.

 

არანაირ მტკიცებულება არ აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ მათი ბრალდებები რეალურია.

 

საკუთარ სპეკულაციებს აყალიბებენ“,- ამბობს იუანი.

 

DIA მოხსენებაში ციტირებულია, რომ აშშ-ს მთავრობამ და ჩინელმა კვლევარებმა დაადგინეს – „33% ორიგინალ და 41 იდენტიფიცირებულ შემთხვევებს ბაზარზე პირდაპირი ზემოქმედება არ ჰქონია“.

 

სწორედ ამ ინფორმციამ შექმნა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პანდემია, შესაძლოა, ლაბორატორიული შეცდომით იყოს გამოწვეული და მის წარმოშობასთან ბაზარი არაფერ შუაშია.

 

აი, რა აჩვენა მეცნიერულმა დაკვირვებებმა:

 

2002 წელს, როდესაც SARS-ი პირველად ჩინეთში, გუანდონგის პროვინციაში გამოჩნდა, ყველას ყურადღება მაშინვე მიიპყრო.

 

აშშ, ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები უამრავ თანხას ხარჯავდნენ იმისთვის, რომ შეესწავლათ ახალი, უცნობი პათოგენები, რომლებიც ცხოვლებში იყო.

 

ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ გაერკვიათ რამდენად საფრთხის შემცველი იყვნენ ისინი ადამიანებისთვის, რათა სამომავლოდ შემდეგი დამანგრეველი პანდემია თავიდა აეცილებინათ.

 

2019 წელს უჰანში SARS-CoV-2-მა დაიწყო გავრცელება. თავდაპირველად, ჩინეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ახალი კორონავირუსი მხოლოდ ცხოველებთან უშუალო კონტაქტით ვრცელდებოდა.

 

თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს გარეული ცხოველების ბაზართან არავითარი კონტაქტი არ ჰქონდათ.

 

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვირუსმა გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე დაიწყო.

 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთიდან მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ეჭვქვეშ დადგა. ვირუსი კი სასიკვდილო პანდემიად გარდაქმნის გზაზე იყო.

 

თავდაპირველი გავრცელებული თეორია ასეთი იყო – SARS-ის მსგავსად, ახალი კორონვირუსიც ღამურებიდან წარმოიშვა, შემდეგ ის სხვა ძუძუმწოვრებში გავრცელდა და ველური ცხოველების ბაზრობით ადამიანებამდე მოაღწია.

 

თუმცა, შემდგომ გავრცელებმა სხვა თეორიებმა დაიწყო.

 

უჰანის ვირუსოლოგიის ლაბორტორიაში, რომელშიც კორონავირუსების ყველაზე დიდი კოლექცია მოთავსებული, აღმოჩნდა ერთი ვირუსი, რომელიც SARS-CoV-2-ს ძალიან ჰგავს.

 

ამასთანავე, უჰანის ვირუსოლოგიის მეცნიერები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ატარებდნენ ე.წ. „ფუნქციის მოპოვების“ (GOF) კვლევას, რომელიც ვირუსების გარკვეული თვისებების გასაუმჯობესებლადაა მიმართული, რათა მომავალი პანდემიების განჭვრეტა მოხდეს.

 

კვლევის ეს ტექნიკა ვირუსების ადამიანის პათოგენებად გარდაქმნისკენაა მიმართული, რომელსაც გლობალური პანდემიის გამოწვევა შეუძლია.

 

უჰანის ლაბორატორიამ ვირუსების აღმოჩენისთვის საერთაშორისო პროგრამის „PREDICT“- ის ფარგლებში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფოების მიერაა დაფინანსებული, 200 მილიონი დოლარი დაფინანსება მიიღო.

 

მსგავსი სამუშაოები, რომელიც აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ იყო დაფინანსებული, სხვადასხვა ლაბორატორიაში მიმდინარეობდა.

 

ზოგი ასეთი კვლევა მომაკვდინებელი ვირუსებისა და მათი საზოგადოებაში გავრცელების შესაძლებლობის გაზრდას მოიცავს. კვლევა ასობით მეცნიერის პროტესტის მიუხედავად მაინც მიმდინარეობდა, რომლებიც აფრთხილებდნენ, რომ პროგრამას, შესაძლოა, პანდემია გამოეწვია.

 

ახალ კორონავირუსამდე ლაბორატორიიდან პათოგენების მოულოდნელი გათავისუფლების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება.

 

  • 2014 წელს აშშ-ს ლაბორატორიიდან anthrax-მა გაჟონა და 84 ადამიანი დააზარალა.

 

  • 2004 წელს SARS-ი ბეიჯინგის ლაბორატორიიდან.,

 

თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა.

 

არსებული მტკიცებულებების თანახმად, ვირუსის გავრცელება ბუნებრივი გზით მოხდა.

 

თუმცა, ფაქტებმა აჩვენა, რომ ლაბორატორიული პროგრამები და კვლევები გადახედვასა და შემოწმებას საჭიროებს.

 

გადაცემა ცხოველებიდან

 

ათი წლის წინ, ახალი ამბების მთავარი თემა კორონავირუსი არ იყო.

 

ეს იყო გრიპი, სახელწოდებით H5N1, რომელიც ჩიტებიდან გავრცელდა და ინფიცირებულთა დიდი ნაწილის სიკვდილი გამოიწვია.

 

შემდეგ დადგინდა, რომ ვირუსით მხოლოდ ის ადამიანები დაინფიცირდნენ, რომლებსაც ჩიტებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

 

ამ პერიოდში რონ ფუშერი, ჰოლანდიის ერასმუსის უნივერსიტეტის მეცნიერი, დაინტერესებული იყო შეეძლო თუ არა ჩიტის გრიპს შავ ჭირად ქცეულიყო.

 

თუ H5N1-ს ცოტა აშორებდა იმისგან, რომ ადამინიდან ადამიანზე გავრცელებულიყო, მაშინ მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე იდგა.

 

ამიტომ, მეცნიერებმა ვირუსის უჯრედები ლაბორატოიაში მოაშენეს და მათ მუტაციას დააკვირდნენ.

 

დასკვნების გაკეთება ძალიან რთული იყო.

 

ფუშერმა აიღო ქრცვინი და დააინფიცირა. შემდეგ აიღო ვირუსი და მეორე ქრცვინი დააინფიცირა და ა.შ.

 

10 მათგანის დაინფიცირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეზობელ გალიაში მყოფი ქრცვინიც დაინფირდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მას დანარჩენებთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, დადგინდა, რომ ვირუსი გადამდები იყო და ის ადამიანიდან ადამიანზეც გადაეცემოდა.

 

ფაქტობრივად, ფუშერის ქმედებებმა ცხადყო, რომ ვირუსის შექმნა ლაბორატორიაში სრულიად შესაძლებელი იყო.

 

შემდეგ ჩაეყარა საფუძველი „ფუნქციის მოპოვების“ (GOF) კვლევას და სხვადასხვა პროგრამებს, რომელიც ვირუსების გარკვეული თვისებების გასაუმჯობესებლადაა მიმართული, რათა მომავალი პანდემიების განჭვრეტა მოხდეს.

 

ზოგი მეცნიერი ამას იწონებდა, ზოგს კი ეს ყველაფერი არ მოსწონდა.

 

ჩინეთის როლი

 

უჰანის ვირუსოლოგიის ინსიტუტი ერთ-ერთია, რომელიც ე.წ. „ფუნქციის მოპოვების“ (GOF) კვლევას აწარმოებს.

 

ში ჩჟენლი ცნობილი ვირუსოლოგია, ცნობილია როგორ „ქალი ღამურა“.

 

ის და მისი გუნდი სხვადასხვა კორონავირუსს აგროვებს. მათ აღმოაჩინეს ღამურების გამოქვაბული, რომელიც მიიჩნეოდა, რომ დაკავშირებული იყო 2002 წლის SARS-თან.

 

ვირუსების აღმოჩნენის შემდეგ კი სცადეს დაედგინათ როგორ აზიანებდა ის უჯრედებსა და ცხოველებს.

 

2015 წელს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა ექსპერიმენტი – მეცნირებმა აიღეს ბუნებრივი ვირუსი, შეცვალეს მისი RNA, რათა უფრო მეტად გავრცელებადი (გადამცემი) გამხდარიყო.

 

აღებული ვირუსი SARS-ი იყო, რომელიც მისი მსგავსი სხვა ღამურის კორონავირუსით ჩაანაცვლეს.

 

რის შედეგადაც შეიქმნა ვირუსი, რომელსაც შეუძლია ადამიანის უჯრედების ინფიცირება.

 

უჰანის ინსტიტეტის ჩანაწერები ცხოველებიდან კორონავირუსის გადაცემაზე, გამოქვეყნებული არაა.

 

შესაძლოა, მსგავსი კვლევა საიდუმლოდ ჩატარდა, ან საერთოდ არ ჩატარებულა, ან მისი გამოქვეყნება ვერ მოესწრო. ეს ცნობილი არაა.

 

წარმოშობის კვალი

 

იმის გასარკევად, თუ საიდან წარმოიშვა SARS-CoV-2, სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, კრისტიან ანდერსენმა და მისმა კოლეგებმა, გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს.

 

მკვლევარებმა ყურადღება ვირუსის გარკვეულ გენეტიკურ მახასიათებლებზე გაამახვილეს.

 

კონკრეტულად კი ე.წ. სპაიკ პროტეინზე, რომლის საშუალებითაც ვირუსი უჯრედში აღწევს.

 

ეს სპაიკ პროტეინი, რომელსაც კორონავირუსი იყენებს, მისი წინამორბედისგან, SARS-სგან ძალიან განსხვავდება.

 

ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსსი წარმოშობა ბუნებრივი გზით მოხდა და ის ლაბატორიაში არ შემქნილა.

 

თეორია, რომ ვირუსის მუტაცია ძუძუმწოვრების მასპინძლებში, როგორიცაა პანგოლინები, „იძლევა ბევრად უფრო ძლიერ… ახსნას”,- ამბობს ანდერსი.

 

რიჩარდ ებრაითი ენდერსენის მსჯელობას არ ეთანხმება და უსაფუძვლოს უწოდებს.

 

უჰანის ლაბორატორია ფლობს ვირუსს – RATG13, რომელიც SARS-CoV-2-ს ყველაზე მეტად ჰგავს. ორივე მათგანის გენეტიკური მასალის 96%-ი მსგავსია.

 

თუმცა, ჩრდილო კაროლინას ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, რალფ ბარიკი ამბობს, რომ ეს 4%-იც, რომლითაც ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან გამოკვლევას საჭიროებს.

 

„ერთადერთი გზა ამ პრობლემის გადაჭრის, გამჭვირვალე და ღია კვლევაა. არა მგონია, ჩინეთმა ამის საშუალება მოგვცეს. არ ვიცი სხვა სახელმწოები ასეთ შემთხვევაში რას იზამდნენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ აშშ ასეთ სიტუაციაში გამჭვირვალე იქნებოდა“,- ამბობს ბარიკი.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე
X