fbpx
16:16 | 2020-06-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს წამალი დამინიშნეს და ნახე, როგორ “მოვიხოდებიო” – გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

“ეს წამალი დამინიშნეს და ნახე, როგორ “მოვიხოდებიო” – გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ოჯახი და და ახლობლები საფლავზე გავიდნენ, მოგვიანებით კი სახლში შესვეს შესანდობარი. “ახლობლების წრეში ვახშმით აღვნიშნეთ ორი წლისთავი” – ამბობს “პრაიმტაიმთან” გიოს ცოლი, მაია ჯორჯაძე.

 

ზუკამ და ძმებმა ჭოხონელიძეებმა სიმღერის “ამოდი, ამოანათე” ახალი ვერსია გააკეთეს. ავტორს, რომელიც მუდმივად “ეჭვიანობს”, თუკი ვინმე გიოს ნამღერს ხელახლა ააჟღერებს, ბიჭების ახალი ვერსია მოსწონს. ნატო გელაშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ გიოს სიმღერების გაცოცხლებით, ცოცხლდება “ხუცოც”, ამიტომ მისი წასვლის აღქმა ძნელდება.

 

Exclusive „ვიდექი და ღაპა-ღუპით გამდიოდა ცრემლები“ - ლაშა ნანობაშვილს ნატომ სიმღერა აჩუქა
2020-02-21Exclusive „ვიდექი და ღაპა-ღუპით გამდიოდა ცრემლები“ - ლაშა ნანობაშვილს ნატომ სიმღერა აჩუქა

 

ნატო გელაშვილი: – ზუკას და “ჭოხოებს” ერთად რომელიმე სიმღერა უნდა გაეკეთებინათ. ბევრი სიმღერა მიმოვიხილეთ და მაიამ რომ თქვა, “ამოდი, ამოანათე” გავაკეთოთო, იმდენად სახასიათოდ მღეროდა გიო, თან სოლოდ სამღერია, რომ ვერ წარმოვიდგინე, ხმებში როგორ უნდა გაშლილიყო.

 

ხშირად მემართება, გიოს სიმღერას რომ მღერიან, მენანება, მაინც გიოს ხმა მესმის, ბოლომდე არასდროს მომწონს. მაგრამ ეს ლამაზი და თბილი ვერსია გამოვიდა. ალბათ, გიოსაც მოეწონებოდათქო, მე და მაია ვამბობთ. ასე, მისი სიმღერების გაცოცხლებით სულ ცოცხალია გიო და წინა პლანზეა. ამიტომ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ, რომ გარდაცვლილია.

 

მასთან ერთად სიმღერა და ღადაობა მენატრება, სულ ვმაიმუნობდით. დამირეკავდა და ვმაიმუნობდით. ამ პანდემიის დროს რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაგის წუწუნს რა გაუძლებდა, სახლში რა გააჩერებდა სამი თვე. მაიას გააგიჟებდა. მაგრამ მეგობრებთან ურთიერთობის სხვა ფორმას მოიგონებდა. ყველა წესს დაიცავდა. მე წესების დამცველი არ ვარ და მეტყოდა, გიჟი ხარ, ტოო, გაიკეთე პირბადეო.

 

„ნატომ ისე გამაძლიერა, კიბოს იქით მოვკლავ“ - რა გადაიტანა ლაშა ნანობაშვილის ოჯახმა „მხოლოდ ქართულამდე“
2020-02-21„ნატომ ისე გამაძლიერა, კიბოს იქით მოვკლავ“ - რა გადაიტანა ლაშა ნანობაშვილის ოჯახმა „მხოლოდ ქართულამდე“

 

არ იმჩნევდა ავად რომ იყო და არც ჩვენ გვაძლევდა ამის შემჩნევის უფლებას. ისე უნდა მისულიყავი, ვა, გიო, რა კარგად გამოიყურებიო, უნდა გეთქვა. თვითონაც ასე იყო, ახლა ეს წამალი დამინიშნეს და ნახე, როგორ “მოვიხოდებიო”, ამბობდა…

 

მისი ბოლო კონცერტი რომ იყო, კულისებში ტახტზე იწვა. დარბაზიდან ვარსკვლავის გახსნაზე რომ უნდა ჩავსულიყავით, ვუთხარით, სკამზე დამჯდარი ჩაგიყვანთქო. გაგიჟდითო? პირველი გაიქცა, ამ დროს ძლივს დადიოდა. ბოლო წუთამდე ჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასეთი სიცოცხლით სავსე გვახსოვს ყველას…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X