14:42 | 2021-07-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ეს სიხარულის ცრემლებია“ – ზურაბ კახაბრიშვილის ემოციური ფოტო ფინალში გასვლის შემდეგ 

„ეს სიხარულის ცრემლებია“ – ზურაბ კახაბრიშვილის ემოციური ფოტო ფინალში გასვლის შემდეგ 

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.

 

„ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ!

 

ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშა ბექაურის უმძიმეს ტრავმას მოჰყვა!

 

ზურაბ კახაბრიშვილმა დადო პირობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა, ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად!

 

ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა!

 

ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე!

 

მადლობა, ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!“, – წერს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია „ფეისბუქ“ გვერდზე.

 

May be an image of 1 person, standing and indoor

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა.

 

პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასპარეზობას უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი გამოთიშა.

 

ფინალში ლაშა ბექაური გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!