fbpx
18:25 | 2020-09-07 ავტორი: თამთა თორდია

„ეს შენი პირველი სახლია“ – დედის სიურპრიზი ქართველ ექიმებს 

„ეს შენი პირველი სახლია“ – დედის სიურპრიზი ქართველ ექიმებს 

ღუდუშაურის კლინიკის „ფეისბუქ“ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია პატარა გოგონას შესახებ, რომელსაც დაბადებისას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა ჰქონდა და სწორედ ექიმები უვლიდნენ მას 2 თვის განმავლობაში.

 

მილა, 1750 გრამს იწონიდა დაბადებისას.

 

პატარამ 2 თვე გაატარა ღუდუშაურის სპეციალურ განყოფილებაში.

 

„ჩემო მილალა, ჩემო რბილობო, ეს შენი პირველი სახლია, შენი დედიკოები, ვინც გივლიდნენ მთელი 2 თვე. 1 წლის უკვე შენი ფეხუცებით მიხვედი მათთან…

 

რამდენი წლისაც არ უნდა გახდე, ყოველ შენს დაბადების დღეზე უნდა მიხვიდე ღუდუშაურის კლინიკაში და ყოველთვის მადლობა გადაუხადო ამ გუნდს, იქ მყოფ პატარებს კი აუცილებლად მიუტანო, რაც მათ სჭირდებათ. მეც შენთან ერთად გავიზარდე ღუდუშაურში.

 

უდიდესი მადლობა, ჩემო გმირებო. ვინც არ დამხვდით, გეფერებით ყველას – ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს.
შორენა ჩაკვეტაძე – მთავარო გმირთა გმირო, მადლობა, რომ ასეთი შესანიშნავი გუნდი გყავს. მიყვარხარ მთელი ორგანიზმით.

 

მადლობა დირექციას, რომ გამონაკლისი დაუშვა და ჩემი იდეის განხორციელების უფლება მომცა”, – წერს მილას დედა კატო კაპანაძე.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X