00:14 | 2020-08-07 ავტორი: Prime Time

„ეს შემთხვევა დიდ აფეთქებას გამოიწვევდა,“- რას გადაურჩა თემქის მოსახლეობა 

„ეს შემთხვევა დიდ აფეთქებას გამოიწვევდა,“- რას გადაურჩა თემქის მოსახლეობა 

რამდენიმე წუთის წინ „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე – 114 შეტყობინება შევიდა, რომ თემქის მე-11 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იდგა, –  ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ადგილზე „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის მისვლის შემდეგ, ძლიერი დაგაზიანება აღმოჩნდა მთელ სადარბაზოში. გაზის სუნი ერთ-ერთი ბინიდან გამოდიოდა, რომელიც სამი დღეა, დაკეტილია, ბინაში მაცხოვრებლები კი ქალაქიდან არიან გასულები.

აღმოჩნდა, რომ სახლიდან გასვლის წინ ბინის მეპატრონემ გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვა, საიდანაც გაზი ჟონავდა, თავად კი ქალაქიდან გავიდა. ამ ფაქტის გამო კორპუსში ძლიერი დაგაზიანება დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაზი ბინასა და სადარბაზოში გროვდებოდა. ეს შემთხვევა აუცილებლად გამოიწვევდა დიდ აფეთქებას, კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა. აღნიშნული ბინის გაზის ქსელის შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული, მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი. რომელიც ქსელიდან ჩაიხსნა.

„თბილისი ენერჯი“ კატეგორიულად გაფრთხილებთ, სახლიდან გასვლის წინ გადაკეტეთ ონკანები და თქვენი უყურადღებობით ნუ შეუქმნით ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს.

კომპანია მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც ოპერატიულად დარეკა და ფაქტის შესახებ შეგვატყობინა“, აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X