11:02 | 2021-06-03 ავტორი: Prime Time

ეს საქართველოში ნაკლებად საშიშია – რა დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ეს საქართველოში ნაკლებად საშიშია – რა დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის, ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება.

 

კერძოდ, მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი, აქშაი ნაირი ამბობს, რომ მან ოპერაცია ჩაუტარა 25 წლის დიაბეტის მქონე ქალს, რომელიც კოვიდისგან 3 კვირის წინ გამოჯანმრთელდა და რომელსაც მუკორმიკოზი განუვითარდა.

 

ვირუსები კიდევ შეიცვლიან სახეს, ყოველ 100 წელიწადში გვაქვს აფეთქება და ახლა არის ეს დრო - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
2021-06-01ვირუსები კიდევ შეიცვლიან სახეს, ყოველ 100 წელიწადში გვაქვს აფეთქება და ახლა არის ეს დრო - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი

 

მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი სოკოვანი დაავადებაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იჩენს თავს. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეხ­ვდე­ბათ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ​ კორონავირუსის ახალი შტამების გამოვლენა და მუტაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე დედამიწაზე ადამიანია და სიცოცხლე იქნება.

 

ამასთან, ფხაკაძე განმარტავს, რომ რომელი ქვეყნებისთვის, რამდენად სახიფათოა ახალი შტამები. მსმენელის კითხვაზე, არის თუ არა საქართველოსთვის საშიში ე.წ შავი სოკო, ექსპერტი აღნიშნავს, რომ უმეტესწილად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.

 

„რაც შეეხება „შავ სოკოს“… ეს პირველად გავრცელდა ინდოეთში, მუმბაიში. საქართველოსთვის ნაკლებად საშიშია. ამ კუთხით ინდოეთში არის ბევრი კომბინაცია – სიღარიბე, სიბინძურე, სიცხე. ტროპიკული დაავადებები და ა.შ. ის საქართველოს ნაკლებად ემუქრება, რადგანაც ძირითადად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.

 

მჯერა, კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ უნდა დავამარცხოთ სიმართლით და არა ტყუილებით. დინჯი, პრაგმატული ნაბიჯებით, პროფესიონალიზმით, რომლის ნაკლებობაც გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. პროფესიონალიზმი – ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ჩიხიდან“,- თქვა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვაში.

ავტორი: Prime Time


X