15:16 | 2020-03-23 ავტორი: ნინი ტაველიძე

ეს საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს – ბოკერია

ეს საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს – ბოკერია

ეს საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

 

„ქალბატონი სალომეს შემთხვევაში, რთულია პროგნოზირება იმისა, ვერ გამოხატა აზრი, თუ რამეს გულისხმობდა. რაც მან თქვა, ის სიმართლეს არ შეეფერება.

 

არანაირი ამ ტიპის შეზღუდვა არ არსებობს არსად ქართულ კანონმდებლობაში და იმედი მაქვს, ეს საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, ერთი თვის შემდეგ და ეს ყველაზე დიდი საფრთხის მომცველი ფაზა რომ გადაივლის, არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს.

 

რეალურად თუ მართლა ისეთი მძიმე მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში და აქედან გამომდინარე საქართველოშიც, რომ ფიზიკურად შეუძლებელია არჩევნების ჩატარება, ეს ყველასთვის გასაგები იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება.

 

ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში“,- განაცხადა გიგა ბოკერაიამ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განხილვისას თქვა, რომ არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე.

 

სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ „ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X