12:15 | 2020-05-14 ავტორი: ნინი ტაველიძე

ეს პატარა ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითო მოდელი გახდა – Europa Press საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

ეს პატარა ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითო მოდელი გახდა – Europa Press საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

„პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა – საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითოა“, – ამ სათაურით სტატიას ესპანური გამოცემა, ევროპა პრესის (europa press) აქვეყნებს.

 

დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე პატარა ქვეყანა პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით სამაგალითო მოდელი გახდა. როგორ მოახერხა საქართველომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ეფექტურად?

 

პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2 თვეში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ 517 იყო. 6 გარდაცვლილიდან ყველა ასაკოვანი იყო და სხვა დაავადებებიც ჰქონდათ. იანვრის დასაწყისში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კონკრეტული ზომები გაატარა, რათა ეპიდემიის სიმძიმე თავიდან აერიდებინა.

 

ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საინფორმაციო კამპანია, აეროპორტში მგზავრთა მონიტორინგი მიმდინარებდა. ყველა მგზავრს ჰქონდა ინფორმაცია კორონავირუსის სიმპტომებზე და სად უნდა მისულიყვნენ, თუ იგრძნობდნენ რომ ამ სიმპტომების მატარებლები იყვნენ. მგზავრები რისკ-ჯგუფის ქვეყნებიდან საკარანტინო ზონებში გადაჰყავდათ.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებთან ერთად, საქართველო მოქმედებდა საკუთარი პროტოკოლის შესაბამისად, რაც გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. 37,5 ტემპერატურაზეც კი ისინი ადგილობრივი ჯანმრთელობის ცენტრებში გადაყავდათ და ვირუსზე ტესტირებას უკეთებდნენ.

 

იანვრის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გასცა რეკომენდაცია ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის შესახებ. საქართველომ მალევე დაკეტა საზღვარი რისკ-ჯგუფში მყოფ ყველა ქვეყანასთან.

 

ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრემ, საქართველოს უკვე მომზადებული იყო და ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება შეეძლო.

 

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღესდღეობით ქვეყანაში 333 კორონავირუსის აქტიური შემტხვევა ფიქსირდება.

 

ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანიები იმასთან დაკავშირებით რამდენად საჭირო იყო სოციალური დისტანცია და სახლში დარჩენა. იმისთვის, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების კონტაქტები დაედგინდათ ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური აპლიკაცია – Stop COVID-ი შექმნა.

 

ქვეყანამ შეზღუდვების მოხსნა ნელ-ნელა უკვე დაიწყო.

 

საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლა საუკეთესო და ეფექტურ მაგალითადაა მიჩნეული.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +