20:15 | 2020-09-18 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ეს ორნი არ იყვნენ ორნი – ეს ერთი სული იყო“ – ბუბა ხოტივარი კახი კავსაძეზე

„ეს ორნი არ იყვნენ ორნი – ეს ერთი სული იყო“ – ბუბა ხოტივარი კახი კავსაძეზე
კინოაკადემიის პრეზიდენტი, კინორეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი რამაზ (ბუბა) ხოტივარი, ლეგენდარული წყვილის კახი კავსაძის და ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ისტორიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ასეთი სიყვერულის აღწერა, მხილოდ რუსთაველს შეუძლია:
„მრავალი, მრავალი წელია ვიცნობ კახი კავსაძეს…
კახი არის სიხარული.
კახი არის ხალისი და ოპტიმიზმი.
კახი არის გული, სული, კაცობა, ძმაკაცობა, ქართველობა. კახის სიყვარულის უნარი იმდენად იშვიათია, რომ მასზე ლეგენდები დადის.
მართლაც ლეგენდაა კახისა და ბელას სიყვერულის ამბავი. ეს ორნი არ იყვნენ ორნი – ეს ერთი სული იყო, ერთი ხორცი, ერთი აზრი, ერთი გაგება. საოცარია პირდაპირ. ჩვენ ყველანი ვიყავით იდეალური ცოლ-ქმრობის, იდეალური ერთგულებისა და თავდადების მოწმენი….
ასეთი სიყვერულის აღწერა მხილოდ რუსთაველს თუ შეუძლია.
ასეთ სიყვარულზე წერდა პავლე მოციქული: „სიყვარული არ მრისხანებს, სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს არ გადავა“…
მართლაც, არასოდეს გადავა მათი სიყვარულის ლეგენდა. ეს ლეგენდა, დიდ პოეტს ელის, რათა ასახოს დიდ პოეზიაში…“ – წერს ხოტივარი.
ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები