00:49 | 2020-06-26 ავტორი: თამთა თორდია

ეს მწარე რეალობაა ჩვენი ქვეყნის – „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“

ეს მწარე რეალობაა ჩვენი ქვეყნის – „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“

კანცელარიასთან ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

 

მათ კანცელარიის შენობაზე ვიდეო-რგოლი გაუშვეს, სადაც ნაჩვენები იყო „ქართული ოცნების“ პრემიერ- მინისტრები, რომლებიც აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ საუბრობდნენ.

გახსოვდეთ, თამაშდამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია - რჩევები ფსიქოლოგისგან
2020-06-10გახსოვდეთ, თამაშდამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია - რჩევები ფსიქოლოგისგან

 

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნაა, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს სათამაშო ბიზნესი.

 

„რაც თქვენ ვიდეოში ნახეთ, ეს მწარე რეალობაა ჩვენი ქვეყნის. მოვითხოვთ, სასწრაფო დაიწყოს კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეტანილი გვაქვს წელიწადნახევარია.

 

ეს საზოგადოებას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. პანდემიის დროს, როდესაც ხელისუფლება მოგვიწოდებდა „დარჩით სახლში” ასობით მილიონი ლარია გადარიცხული“,- განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +