00:18 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

ეს მილიონერები აქეთ გვთხოვენ ფულს – სანდრო ბრეგაძე ლევან ვასაძეზე და მამუკა ხაზარაძეზე

ეს მილიონერები აქეთ გვთხოვენ ფულს – სანდრო ბრეგაძე ლევან ვასაძეზე და მამუკა ხაზარაძეზე

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ლევან ვასაძეზე და მამუკა ხაზარაძეზე პოსტს აქვეყნებს.

 

მისი თქმით, მილიონერები მას აქეთ სთხოვენ ფულს.

 

​მაგარია არა? ვასაძე და ხაზარაძე ჩვენ გვთხოვს ფულს! ბიჯოს! ეს მილიონერები, აქეთ გვთხოვენ ფულს! მგონი ჩვენი მოთხოვნა უკუღმა გაიგეს – ჩვენ მოგთხოვეთ მილიონ-მილიონი ჩაურიცხეთ სახელმწიფოს კორონავირუსთან საბრძოლველად-თქო, ამ წუწურაქმა მილიონერებმა ანგარიში გახსნეს და აქეთ გვთხოვენ ფულის ჩარიცხვას! ვასაძე და ხაზარაძე გაჭირვებულ ხალხს სთხოვს ფულს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ! რაღა უნდა ვთქვა? მოგი..ნთ სინდისი, ნამუსი და მუთაქაში დამალული მილიონები! რაინდები კი არა ჩვეულებრივი ჩარჩ-ვაჭარი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები ხართ“, – წერს სანდრო ბრეგაძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები