fbpx
23:22 | 2020-09-24 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ეს მძიმე თემა იყო ჩემთვის, ასეთი სიბინძურის კადრებას რა დავარქვა არ ვიცი” – რას ამბობს კახა კალაძე ანუკი არეშიძის მანქანაზე

“ეს მძიმე თემა იყო ჩემთვის, ასეთი სიბინძურის კადრებას რა დავარქვა არ ვიცი” – რას ამბობს კახა კალაძე ანუკი არეშიძის მანქანაზე

კახა კალაძემ საკუთარ ლაივ-ჩართვაში მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა.

 

სიუჟეტი ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ავტომობილი „დეფენდერი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ატკატის“ სახით მიიღო.

 

„ეს მძიმე თემა იყო ჩემთვის, თითქოს კახა კალაძემ „ლენდროვერ დეფენდერი“ ატკატის სახით მიიღო. ასეთი სიბინძურის კადრებას რა დავარქვა არ ვიცი.

 

ჩემი მეუღლის ხსენება რა შუაში იყო გაუგებარია. მოდი ვისაუბროთ კონკრეტული ფაქტებით. მე ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი უწყებაც და ჩემი საკუთარი თავიც.

 

მეუფე გერასიმე კორონავირუსზე PCR ტესტირებას ხვალ ჩაიტარებს
2020-09-24მეუფე გერასიმე კორონავირუსზე PCR ტესტირებას ხვალ ჩაიტარებს

 

მიზანმიმართულად ხდება ჩემი, ჩემი უწყების და სამსახურების დისკრედიტაცია. ყველაფერს ვაკეთებთ, ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და ქალაქის ინტერესებს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

რის შემდეგაც სპეციალური სიუჟეტი უჩვენა მაყურებელს. რომლისგანაც გაირკვა, რომ ავტომობილი „დეფენდერი“ კალაძეების ოჯახს საიჯარო მფლობელობაში ჰყავს. მისი ფასი არა 94 ათასი, არამედ 56 ათასი ევროა.

 

ხელშეკრულების თანახმად კალაძე ვალდებულია კომპანიას ყოველთვიურად 1000 ევრო გადაუხადოს და ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტოს დაიტოვებს თუ არა ავტომობილს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X