
მწერალი და უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე გუშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ღმერთმა საქართველოს უმრავლოს ასეთი პატრიოტი „მძარცველი‘ – ეს მძარცველი კი არა ხალხოსანი პროგრესული პოლიტიკოსი ყოფილა, რომელიც მართლა ხალხზე ფიქრობს. მის დაყენებულ მოთხოვნებს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი.
მე პირადად სრულიად ვიზიარებ მის სამივე მოთხოვნას:
1. გაუქმდეს აზარტული თამაშები.
2. შემცირდეს მძარცველი ბანკების პროცენტი და შეწყდეს მოსახლეობის ძარცვა მევახშე ორგანიზაციების მიერ.
3. შემცირდეს ფასები სამედიცინო პრეპარატებზე.
ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნებია. ეს კაცი რამდენად არის კრიმინალი – ეს კიდევ საკითხავია. მიიღონ ეს კანონები სასწრაფოდ.
საკითხავია რა უფრო დიდი ბოროტებაა: ბანკის გაძარცვა თუ მისი დაარსება – ბერტოლტ ბრეხტი“ – წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.