fbpx
21:15 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

„ეს მათ აგრძნობინებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ​“ – ჯანმოს ახალი რეკომენდაცია მშობლებს

„ეს მათ აგრძნობინებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ​“ – ჯანმოს ახალი რეკომენდაცია მშობლებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, COVID 19-ის პანდემია გავლენას ახდენს როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკაზე. მათი განცხადებით, პანდემიის პერიოდში სტრესს ბავშვებიც განიცდიან, მის დაძლევაში კი მათ მშობლები უნდა დაეხმარონ.

 

ჯანმო მშობლებს მოუწოდებს, ყოველდღიურად, 10 წუთის განმავლობაში ბავშვები ცეკვით გაართონ. ცეკვა ბავშვებს ენერგიის დახარჯვაში და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.

 

ამასთან, ორგანიზაცია მშობლებს მოუწოდებს, ყოველდღიურად, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში, ბავშვებს საშუალება მისცენ, მათთვის საინტერესო აქტივობა აირჩიონ, რომლითაც ერთად დაკავდებიან.

 

„ეს მათ აგრძნობინებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.No country is adequately protecting children’s 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X