fbpx
15:15 | 2020-12-01 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“ეს მანიაკი ტიპი, ბაჩანა ლობჟანიძე, ალბათ, გეცნობათ, უკვე მერამდენედ მწერს, არ ჩერდება” – ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტი ახალ სკანდალში ეხვევა

“ეს მანიაკი ტიპი, ბაჩანა ლობჟანიძე, ალბათ, გეცნობათ, უკვე მერამდენედ მწერს, არ ჩერდება” – ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტი ახალ სკანდალში ეხვევა

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, სკანდალში გაეხვა.

 

სოციალურ ქსელში “ემმას ბლოგი” ბაჩანა ლობჟანიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროვებს და მას შევიწროვებაში ადანაშაულებს.

 

ემა წერს, რომ ეს ინფორმაცია “ფეისბუქზე” დახურულ ქალთა ჯგუფში დაპოსტა და აღმოაჩინა, რომ მის მსგავსად ბაჩანა სხვა გოგონებსაც ავიწროვებს.

 

„ეს მანიაკი ტიპი ბაჩანა ლობჟანიძე ალბათ გეცნობათ , თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან!

 

უკვე მერამდენედ მწერს „სტრან“ ტექსტებს და ვაიგნორებ, დღესაც მომწერა და გადავწყვიტე მეპასუხა რადგან იგნორი გამოსავალი არ არის ყოველთვის!

 

ბოლოს მიგზავნის ლინკს და მწერს, რომ შემარცხვინა ამ ადამიანთან რომელსაც არ ვიცნობ, სავარაუდოდ ეს პროფილიც ფეიკია და იყენებს ამ გოგოს ფოტოებს!

 

რა თქმა უნდა ლინკი არ გავხსენი რადგან ასე ტეხავენ ფბ-ს და მსგავს შემთხვევებში ფრთხილად ვარ!

 

დახურულ ქალთა ჯგუფშიც დავპოსტე და აღმოჩნდა ბევრ გოგოს ავიწროვებს!

 

მე რატომ ამომირჩია და მწერს ამ ბოდვას არ ვიცი!

 

ყურადღებით იყავით და არანაირ ლინკზე არ გადახვიდეთ რასაც გამოგიგზავნიან!

 

ბოლოს დავბლოკე, რადგან არ ჩერდებოდა“, – წერია ემას ბლოგში.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X