fbpx
14:10 | 2020-11-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

ეს ყველაფერი ისევ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა გადაივლის – კოვიდცენტრის კლინიკური დირექტორი

ეს ყველაფერი ისევ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა გადაივლის – კოვიდცენტრის კლინიკური დირექტორი

„ალბათ ისევ ეს ყველაფერი გადაივლის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა“,- ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, ლიკა მუმლაძე საუბრობს.

 

ლიკა მუმლაძე კლინიკაში შექმნილ მძიე მდგომარეობის შესახებ ყვება და ამბობს, რომ თუ სამედიცინო პერსონალის ხშირი დაინფიცირება მოხდა, სიტუაცია უკვე ძალიან რთული იქნება.

 

„პაციენტის გაწერიდან 10 წუთიანი ინტერვალით შემოდის ახალი პაციენტი. არიან პაციენტები, რომლებიც ძალიან მაღალი ჩართულობის გამო დღეები ელოდებიან ჰოსპიტალიზაციის რიგს.

 

ვითარება გართულდა, ამიტომ დღეს ან ხვალ შეზღუდვები აუცილებლად გამოცხადდება - ლევან გოფოძე
2020-11-23ვითარება გართულდა, ამიტომ დღეს ან ხვალ შეზღუდვები აუცილებლად გამოცხადდება - ლევან გოფოძე

 

ალბათ ისევ ეს ყველაფერი გადაივლის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა. ხდება მედპერსონალის ინფიცირება, გვაკლდება რაღაც ნაწილი თანამშრომლების, მაგრამ ძალიან ვცდილობთ და ჯერჯერობით გამოგვდის ის, რომ ეს არ აისახოს კლინიკაზე, თუმცა ეს თუ მასიურ ხასიათს მიიღებს, უკვე ძალიან რთული იქნება…

 

ზოგადად მდგომარეობა ძალიან მძიმეა პაციენტების მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაკადებიდან, ასევე ისტერიიდან გამომდინარე. ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი შიში და ბევრი მიმართულებით არის სამუშაო“,- ამბობს ლიკა მუმლაძე.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კიდევ დაინფიცირდა 3 958 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 531, ხოლო გარდაიცვალა 36.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 137 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6 221.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X