fbpx
19:19 | 2020-05-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს ყველა რამიშვილს გადაგვიჯოკრავსო” – შვილიშვილზე ოთარ რამიშვილის წინასწარმეტყველება ახდა

“ეს ყველა რამიშვილს გადაგვიჯოკრავსო” – შვილიშვილზე ოთარ რამიშვილის წინასწარმეტყველება ახდა

ევროპაში ცნობილი და წარმატებული ჩელოისტი, ლიზი რამიშვილი იუბილარია. ლიზი 23 წლის გახდა. კოლორიტ ოთარ რამიშვილს, შვილიშვილის შემხედვარე უთქვამს, ეს ყველა რამიშვილს გადაგვიჯოკრავსო. ბაბუა არ შემცდარა.

 

7 წლისამ ჩელოზე დაკვრა ისწავლა, 15 წლის ასაკში კი გერმანიაში, კრონბერგის აკადემიის სტუდენტი იყო, მერე კი – ჟენევის კონსერვატორიის. რასტროპოვიჩის და პერგამენშიკოვის სტიპენდიანტი. 2010 წელს “ოქროს მაკნატუნა” – პირველია დგილი აიღო და კარნეგი ჰოლში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის, ჯორჯ ოკლეის მიწვევით დაუკრა.

 

მესამე წელია მადრიდის დედოფალ სოფიას სახელობის უმაღლეს მუსიკალურ აკადემიაში სწავლობს.

 

პანდემიას გამოასწრო და ოჯახშია. მამა, ცნობილი იურისტი მიშიკო რამიშვილი ქალიშვილით ამაყობს.

 

მიშიკო რამიშვილი: – მოგეხსენებათ, ჩვენი ოჯახი მუსიკალურია. მამა, ოთარ რამიშვილი გიტარისტი და ავტორ-შემსრულებელი გახლდათ, მე ყოფილი ალტისტი ვარ, ჩემი მეუღლე მევიოლინეა, ლიზი კი ჩელოზე შევიყვანეთ. მართლა ნიჭიერი გოგოა.

 

ძალიან პატრიოტია და იღწვის, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას დაფასება ჰქონდეს. მართალია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, მაგრამ მისი ქვეყნის წარმატებასა და წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

 

საქართველოში მისი პირველი პედაგოგი თამარ გაბარაშვილი გახლდათ. უმაგრესი ქალბატონი, რომელმაც აღზარდა ლიზა.

 

უცხოელი მუსიკოსები დიდ ყურადღებას და პატივისცემას გამოხატავენ მის მიმართ.

 

ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც დააფასებენ ნიჭიერ ახალგაზრდებს. ლიზის ის უნდა მსოფლიოს ბევრი ნიჭიერი ქართველი გააცნოს.

 

სამშობლოში ბოლო ვიზიტისას ზვიად ბოლქვაძესთან ერთად ბაბუამისის სიმღერები შეასრულა.

 

სხვათა შორის, ლიზი 13 წლის იყო, ოთარი რომ გარდაიცვალა. მამამ პირველად რომ მოუსმინა მის დაკრულს, თქვა, ეს ისეთი ნიჭიერია, ყველა რამიშვილს გადაგვიჯოკრავსო. სიგიჟემდე უხაროდა ლიზის მუსიკალური დასაწყისი. ზუსტადაც დაუსვა პროგნოზი.

 

დაბადების დღე ონლაირეჟიმში აღუნიშნეს მეგობრებმა მადრიდიდან, ჟენევიდან. უფროსმა თუ უმცროსმა თაობამ, ყველამ მიულოცა. ვფიქრობ, მარტო მოლოცვებით არ შემოიფარგლებიან, ვიღაცები მოვლენ კიდეც, ალბათ…

ავტორი: თამარ გონგაძე
X