12:58 | 2020-06-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

ეს კრიტიკული ნაბიჯი იქნება! – მაია ბუწაშვილი ტურისტული სეზონის გახსნაზე

ეს კრიტიკული ნაბიჯი იქნება! – მაია ბუწაშვილი ტურისტული სეზონის გახსნაზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საუბრობს. როგროც იგი ამბობს, საზღვრების გახსნა კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი იქნება.

 

მისი თქმით, ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება.

 

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ყველაფერი მშვიდად დასრულდება, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ მოხვდნენ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში.

 

საზღვრების გახსნა კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი იქნება. ეს ნაბიჯი გადასადგმელია დიდი სიფრთხილით. ძალიან ბევრ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში“,- აღნიშნავს ინფექციონისტი.

 

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის 11 არგუმენტი კონდიცირების აკრძალვის წინააღნდეგ
2020-05-29ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის 11 არგუმენტი კონდიცირების აკრძალვის წინააღნდეგ

 

მისივე თქმით, პირველ რიგში ქვეყნების სია უნდა გაიფილტროს და იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყონ ტურისტებმა შემოსვლა, სადაც ვირუსის მხრივ კონტროლირებადი სიტუაციაა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +