19:57 | 2020-08-19 ავტორი: Prime Time

ეს კრიმინალია! – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ეს კრიმინალია! – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინ რეგისტრაციაზე დახმარებისთვის მსურველებს ფიზიკური პირები ფასიან მომსახურებას სთავაზობენ, რაც კრიმინალია.

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია თბილისის სერვისცენტრებშიც შეგიძლიათ
2020-08-19200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია თბილისის სერვისცენტრებშიც შეგიძლიათ

 

“არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც სთავაზობენ ფასიან მომსახურებას ონლაინ რეგისტრაციაზე და მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

 

თამილა ბარკალაია ასევე, ამბობს, რომ ამ პროცესის პოლიტიზების მცდელობა არასწორია.

 

“ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას და შესაბამისად, ნამდვილად გვინდა სრულიად აპოლიტიკური იყოს ეს პროცესი.

 

ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახების მიმართ შეთავაზებული დახმარება”, – აცხადებს ბარკალაია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები