17:20 | 2020-08-20 ავტორი: Prime Time

ეს კადრები მკვლელმა თავად გადაიღო – მან „კანონიერი ქურდის“ ბოლო წუთები ვიდეოზე აღბეჭდა

ეს კადრები მკვლელმა თავად გადაიღო – მან „კანონიერი ქურდის“ ბოლო წუთები ვიდეოზე აღბეჭდა

ვრცელდება სკანდალური ვიდეო, რომელიც „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის (ლოტი გული) სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ასახავს.

 

ეს კადრები მკვლელმა თავადვე გადაიღო, რამდენიმე წამში კი სალიფოვს თავის არეში ესროლა.

 

შემთხვევა დღეს გამთენიისას, ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე რესტორანში მოხდა.

 

 

თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს.

 

ვიდეოც ადასტურებს, რომ მკვლელობა ხაგან ზეინალოვმა ჩაიდინა. ის კრიმინალურ წრეებში „ბაკინსკის“ მეტსახელით არის ცნობილი და „გულის“ გარემოცვად მიიჩნევდნენ, თუმცა ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ „ბაკინსკი“ სალიფოვთან დაპირისპირებული კლანის მიერ იყო ჩანერგილი.

 

რეალურად ვის გამო მოკლა ხაგან ზეინალოვმა გავლენიანი „კანონიერი ქურდი“? ვისთან ჰქონდა დაპირისპირება ნადირ სალიფოვს და რა კავშირი აქვს ამ თავდასხმას 3 წლის წინ თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობასთან? – იხილეთ ამ თემის გაგრძელება.

 

 

ავტორი: Prime Time

X