20:18 | 2020-09-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს ისტორია არასოდეს მომიყოლია, მეშინოდა…” – ლელა წურწუმია

“ეს ისტორია არასოდეს მომიყოლია, მეშინოდა…” – ლელა წურწუმია

ლელა წურწუმიამ “მთავარზე” ახალი შოუ დაიწყო. “მხოლოდ ლელასთან” ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც მომღერალს პირდაპირ ეთერში მიჰყავს. როგორც ამბობს, მისი სტუმრები, ცნობილი ადამიანები, ეთერში თავიანთი ცხოვრებიდან უცნობ ისტორიებს მოჰყვებიან.

 

შოუ 17 სექტემბერს, ხუთშაბათს, 23 საათზე დაიწყო და მომღერალმა მაყურებელს თავისი უცნობი ისტორია მოუყვა.

 

ლელა წურწუმია: – სამი წლის წინ, ბათუმში, ჩემი ერთ-ერთი სოლო კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა არ მაქვს. ვიფიქრე, რომ ნესტის ან სამსაათიანი კონცერტის შემდეგ გადავიტვირთე-მეთქი. ამას მოჰყვა მეორე კონცერტი, მეორე დილით ისევ არ მქონდა ხმა. ასე გაგრძელდა და უკვე ვხვდები, რომ პრობლემა მაქვს.

 

იოგების სპეციალისტის, ექიმი-ფონიატრის, ირინა ქაცარავს ნომერი მომცა ლიზა ბაგრატიონმა. ფეხი ვითრიე, დროზე არ მივხედე პრობლემას. პარალელურად ვცხოვრობ ისე, როგორც აქამდე, კონცერტებით და რეპეტიციებით. ამასობაში “მამულიჩამ” ოქტომბერში დანიშნა მაისის სოლო კონცერტი ფილარმონიაში.

 

ერთ დღეს ვხსნი “ინსტაგრამს” და ვიღაც მწერს, ვერ ხვდები, რომ უკვე კაცის ხმით მღერიო? არიან “კეთილის მსურველი” ადამიანები, რომლებიც სულ გექირქილებიან, შენზე ამბობენ – ვეღარ მღერისო, ნოტებს ვეღარ იღებსო, ტონალობები ქვევით ჩამოიტანაო. რეპეტიციებზე ტონალობები მართლა დავწიე აბლა.

 

განსაკუთრებული სიფრთხილე მოზარდებთან გვმართებს... უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაა" - mshoblebi
ლელა ექიმ-ფონიატრ, ირინა ქაცარავასთან ერთად

 

 

უკვე მაისი ახლოვდებოდა, ექიმთან რომ მივედი. ირინამ მითხრა, ცუდ მდგომარეობაში გაქვს იოგები, მაგრამ კონცერტზე იქ ვიქნები, წამალს გაგიკეთებ, არ შეშინდეო. ხომ არ გადავდო კონცერტი-მეთქი, ვფიქრობდი. ორი კვირით ადრე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

 

ჩემი მაყურებელი მიჩვეული მყავს, რომ ყველაფერს მაღალ ხარისხში ვაწვდი. ხომ ვხედავდი, რომ სიმღერას ისე ვეღარ ვუმღეროდი, როგორც მინდოდა. ამიტომ ეს მდგომარეობა ჩემთვის საშინელი იმედგაცრუება იყო.

 

კონცერტის დროს რამდენჯერმე გამოვიცვალე კოსტიუმი, ყველა შესვლის დროს ირინა ყელში მასხამდა წამალს. ბოლო რესურსი ჩავდე, რომ კონცერტს წარმატებით ჩაევლო. დღემდე ვერ ვუყურებ ამ კონცერტის ჩანაწერს. მძიმე განცდა მაქვს ამ ყველაფრის მიმართ.

 

ნახეთ ვიდეო, როგორი საჩუქარი გაუკეთა თავს ქეთი მელუამ დაბადების დღეზე
2020-09-17ნახეთ ვიდეო, როგორი საჩუქარი გაუკეთა თავს ქეთი მელუამ დაბადების დღეზე

 

მერე გავემგზავრეთ თურქეთში, მე, “მამულიჩა” და ირინა და იქ შევხვდით ექიმ-ფონიატრს, ქირურგს. გამსინჯა და მითხრა, ლაპარაკიც არ შეიძლება, რა კონცერტის ჩატარებაზეა ლაპარაკი. ალბათ, თქვენი გამოცდილების დამსახურებაა, რომ კონცერტის ჩატარება გაბედეთო.

 

“მამულიჩას”, როგორც პროდიუსერს, არ უნდოდა სეზონი ჩაეგდო და ეკითხება, ოპერაციის შემდეგ, ერთ თვეში ხმა დაუბრუნდებაო? თვე-თვენახევარი დასჭირდება ამ ყველაფერს, ინდივიდუალურიაო.

 

ორი თვის განმავლობაში ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ ვმღერი. საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, ხმა რომ არ დამიბრუნდეს, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. ჩემი ცხოვრების მთავარი იარაღი დავკარგე. მერე დავიწყე სუნთქვითი ვარჯიშები, ვოკალში მომზადება… და 1ოქტომბერს ჩავწერე რუსა მორჩილაძის “იასამანი”. რაც მთავარია, ჩემი ძველი ტონალობა დავიბრუნე.

 

ეს ისტორია არასდროს მომიყოლია, ისე მეშინოდა, ამ ყველაფრის, რომ ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +