15:59 | 2020-06-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს იქნება ზღვისფერი გადაცემა, ზღვა ემოციით” – ნატო დუმბაძე სახლიდან გადაცემის გაკეთებაზე ფიქრობს

“ეს იქნება ზღვისფერი გადაცემა, ზღვა ემოციით” – ნატო დუმბაძე სახლიდან გადაცემის გაკეთებაზე ფიქრობს

მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე გადაცემის გაკეთების იდეაზე საჯაროდ ალაპარაკდა. პროდიუსერმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საკუთარი სახლიდან სურს გადაცემის გაკეთება, რომელიც იქნება აპოლიტიკური, თუმცა არა ყვითელი.

 

“ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი და მგონი მოვიფიქრე, ვნახოთ როგორ გამომივა. ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე ვარ. მინდა გავაკეთო გადაცემა, რომელიც ჩემი სახლიდან იქნება წარმოდგენილი – “სტუმრად ნატოსთან”.

 

ეს არ იქნება არც ყვითელი, არც წითელი, არც ჭრელი! მინდა იყოს ზღვისფერი, ზღვა, გულწრფელი ემოციებით! ვეცდები, ძალიან ყურებადი და საინტერესო იყოს” – წერს ნატო სოციალურ ქსელში.

 

2020-06-09"მსგავსი რამ პირველად მოხდა" - რით გააოცა კახი კალაძის მოადგილემ მუსიკალური პროდიუსერები

 

ნატოს იდეას კომენტარების კორიანტელი მოჰყვა. იდეა მოიწონეს, დეტალების დაკონკრეტებისგან კი, ბუნებრივია, თავს იკავებს – ჯერ კარტებს ვერ გადმოვალაგებო, პასუხობს მეგობრებს პროდიუსერი.

 

“პრაიმტაიმთან” ნატომ დააზუსტა, რომ გადაცემას ეყოლება სტუმრები, ზოგჯერ ერთი, ზოგჯერ 3-4, რომლებიც ისაუბრებენ ყველაფერზე პოლიტიკის გარდა და ისაუბრებენ ისე გულახდილად, როგორც აქამდე არსად უსაუბრიათ…

 

ნატო დუმბაძე: – ათასი იდეა მიტრიალებს, მინდა, რომ არავის გადაცემას არ გავდეს. აქ არ იქნება პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა არც ყვითელი იქნება. ზღვა ემოციებით გაივსება. ვფიქრობ, რომ “სტუმრად ნატოსთან” ინტერნეტით გავა. სხვას ჯერ ვერაფერს გეტყვით.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები