01:56 | 2020-09-04 ავტორი: Prime Time

ეს იმდენად ახალი მედიკამენტია, რომ ყველას არ ანდობენ – სასიამოვნო სიახლე თენგიზ ცერცვაძისგან

ეს იმდენად ახალი მედიკამენტია, რომ ყველას არ ანდობენ – სასიამოვნო სიახლე თენგიზ ცერცვაძისგან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა კოვიდით ინფიცირებულების მკურნალობის მეთოდზე.

 

როგორც ინფექციონისტმა განმარტა, საქართველო მონაწილეობას ახალ კვლევაში, რომელსაც სოლიდარობა ჰქვია.

 

ვინც გადაიტანა კოვიდი, გააკეთეთ სიკეთე! ... - თენგიზ ცერცვაძის საგანგებო მიმართვა
2020-09-04ვინც გადაიტანა კოვიდი, გააკეთეთ სიკეთე! ... - თენგიზ ცერცვაძის საგანგებო მიმართვა

 

„ამ კვლევაში ექვსი მედიკამენტი შეისწავლება, რომელიც იქნება ყველაზე იმედისმომცემი. ერთ-ერთი არის რემდესივირი, რომელზეც თავდაპირველად არ იყო დადებითი განწყობა, მაგრამ შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება და უკვე მისი მოხმარების რეკომენდაცია გასცა ამერიკის წამლის სააგენტომ.

 

თუ ის ადრე მხოლოდ მძიმე პაციენტებში გამოიყენებდნენ, ახლა ყველა პაციენტისთვისაა დასაშვები.

 

შექმნილია კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლოზური ანტისხეულები.- ეს არ არის აქამდე ცნობილი წამალი. ეს არის ანტისხეული ვირუსის საწინააღმდეგოდ.

 

ეს იმდენად ახალი მედიკამენტია, რომ ყველას არ ანდობენ და ამიტომ მინდა სასიამოვნო ინფორმაცია გავაჟღერო, პირადად ენტონი ფაუჩის რეკომენდაციით, საქართველო ამ კვლევაში მონაწილეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X