19:06 | 2020-06-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეს იყო მოულოდნელი და გამოცდილებაზე დამყარებული ბრძოლა – კოვიდთან მებრძოლი ექიმი ქუთაისიდან

ეს იყო მოულოდნელი და გამოცდილებაზე დამყარებული ბრძოლა – კოვიდთან მებრძოლი ექიმი ქუთაისიდან

სამედიცინო სფეროში მუშაობის 40-წლიან პერიოდში ყველაზე ემოციური მისთვის ბოლო ოთხი თვე აღმოჩნდა.

 

თეიმურაზ ნადირაძე სპეციალობით ბავშვთა ქირურგია, ამ დროისთვის კი, ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლავთ.

 

ქუთაისში ეს კლინიკა ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც კოვიდინფიცირებულ პაციენტები მიიღო.

ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდით - რას ჰყვება ექიმი, რომელმაც კორონავირუსით დაინფიცირებულს ოპერაცია პირველმა გაუკეთა
2020-06-06ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდით - რას ჰყვება ექიმი, რომელმაც კორონავირუსით დაინფიცირებულს ოპერაცია პირველმა გაუკეთა

 

საერთო ჯამში 49 კოვიდინფიცირებულ პაცინეტს უმკურნალეს. პანდემიით გამოწვეული სირთულეებზე, კლინიკის მუშაობასა და თავის განცდებზე თეიმურაზ ნადირაძე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

 

– დაახლოებით, ოთხი თვეა ჩართული ხართ ახალ კოვიდინექციასთან ბრძოლაში. პირველ რიგში გკითხავთ, ახლა რა მდგომარეობაა თქვენს კლინიკაში, რამდენი პაციენტი გყავთ?

 

– ამჟამად 7 კოვიდინფიციტებული პაციენტი გვყავს. აქედან, ერთის მდგომარეობა მძიმედ ითვლება. რადგან თანმხლები დაავადებები ახლავს, აქვს პნევმონია.

საერთო ჯამში 49 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი მივიღეთ და მადლობა ღმერთს, არ გვქონია გარდაცვალება. უფრო მეტიც, ხელოვნური სუნთქვის აპარატამდეც არ მისულა საქმე.

 

– თუ გახსოვთ, პირველი ემოციები და შეგრძნებები, როცა პირველი ინფიცირებული პაციენტი მიიღეთ და ასევე, პირველი გამოჯანმთელებული პაციენტი, რომ გაუშვით სახლში?

 

– ემოციები ნამდვილად იყო. ვიდრე ჩვენს კლინიკაში პაციენეტებს მივიღებდით მოლოდონის რეჯიმში ვიყავით. იყო ცოტა შიშიც და ცოტა დაბნეულობაც. ეს იმიტომ, რომ უცხო ვირუსი იყო. ჩვენ კი არა მთელი მსოფლიოა ასეთ დღეში. საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან რამდენიმე დღეში პაციენტები მივიღეთ. გამოცდილება დაგვიგროვდა და შიშმაც გადაიარა.

 

ცნობილი ინფექციონისტის უცნობი ტრაგედია - „მას საკუთარი შვილი არ ჰაყვს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები“
2020-08-13ცნობილი ინფექციონისტის უცნობი ტრაგედია - „მას საკუთარი შვილი არ ჰაყვს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები“

 

პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჩვენს კლინიკაში იყო უდიდესი სიხარული და ემოცია. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა სადღაც 25 დღეში.

 

სამედიცინო სფეროში 40 წელია ვარ, მაგრამ ყველაზე ემოციური, დაძაბული და გაუგებარი იყო ეს პერიოდი. ექიმის ცხოვრებას ახლავს დაძაბულობა, მაგრამ ეს იყო მოულოდნელი და გამოცდილებაზე დამყარებული ბრძოლა.

 

– 40 წელია სამედიცინო სფეროში ხართ, თუმცა, ამ რეჟიმში მუშაობა ალბათ, პირველად გიწევთ, თუ შეცვალა ამ პანდემიამ თქვენი შეხედულებები, როგორც ექიმის და რა ახალი გამოცდილება მოგცათ?

 

– გამოცდილება, რა თქმა უნდა, მრავალნაირი არის, იყო მოსალოდნელი გართულებები. ელემენტარულად რენდგენის სურათიც კი განსხვავებული არის ვიდრე ჩვეულებრივი პნევმონიების დროს. ამდენად ეს მცირე სირთულეებს ქმნიდა. მაგრამ როგორც უკვე გითხარით ნელ-ნელა ეს დავძლიეთ და დღესდღეობით არის ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის პაციენტი.

 

კოვიდინექციამ შეგვძინა ის, რომ კიდევ ერთხელ მოგვიწია შებრძოლება რაღაც ახალ ინფექციასთან, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი იყო.

 

რა იქნება მომავალში, კიდევ რა გამოცდილებას მივიღებთ ეს ყველაფერი წინ არის. ყოველდღე ახალ – ახალ რაღაცას ვგებულობთ. ჯერ არ გასულა საკმარისი დრო, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

 

– როგორ ფიქრობთ, ექიმისთვის, პაციენტისთვის, მთავარი მაინც რა არის, ეს იქნება „მომაკვდინებლი ვისრუსთან“ თუ უფრო „მსუბუქ“ დაავადებებთან ბრძოლასთან მიმართებაში ?

 

– ყველაფერი დამარცხებადია, ყველაზე ცუდი შიშია, რომელიც თავიდან მეტი იყო. ახლაც არის კითხვები, რომელიც ბოლომდე პასუხგაუცემელია.

 

როცა ვაქცინა გაჩნდება და გაჩნდება მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედებს, ეს შიში და ეს განცდა, რა თქმა უნდა, შემცირდება და გადავა ერთ-ერთი ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის სახედ.

 

მეცნიერები გვეუბნებიან, რომ იქნება მეორე ტალღა და წამოვა, ალბათ ოქტომრიბს ბოლოსკენ. ესაა ის პერიოდია, როცა ჩვეულებრივი სეზონური გრიპები მოდის.

 

ცხადია, იქნება ის სირთულე რომ დიფერენციაცია გაკეთდეს ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი თუ ეს არის კოვიდი – ეს იქნება ცოტა რთული. უნდა გაძლიერდეს PCR ლაბორატორიების რაოდენობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამოვლენა.

 

ჩემი რჩევაა დავიცვათ ის რეკომენდაცია, რომელსაც სპეციალისტები გვაწვდიან და რაღაც სიმპტომატიკის შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა მივიდეთ სამედიცინო დაწესებულებამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანაირად მზად, დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X