01:20 | 2020-05-16 ავტორი: Prime Time

„ეს გზა დასასრულისკენ მიდის“ – ქართველი ექიმის ბოლო სიტყვები, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა

„ეს გზა დასასრულისკენ მიდის“ – ქართველი ექიმის ბოლო სიტყვები, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ის არ მუშაობდა წითელ ზონაში, იყო მწვანე ზონაში, მაგრამ იყო ყველასთან – იხსენებენ კოლეგები ქართველ მედიკოსს ზაალ გეორგაძეს, რომელიც რუსეთში კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

„როცა საავადმყოფოს ბაზაზე ჰოსპიტალი იხსნებოდა, ის ყველას ყველაფერს უხსნიდა, დადიოდა რეანიმაციაში“ – იხსენებს მისი კოლეგა კარინა ოგანესიანი.

 

მისი თქმით მწვანე ზონის ცდუნება ის არის, რომ იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, თავისუფლად ახველებენ, ხელთათმანები და სპეციალური ეკიპირების გარეშე ჭამენ.

 

ასეთ სიტუაციაში კი არავინ იცის, ვინ ჯანმრთელია და ვინ დაავადებული.

 

„ზაალი ოთარევიჩთან კი ყველა შედიოდა კითხვით. ის კონსულტაციას უწევდა, ეხმარებოდა. არავის ეუბნებოდა უარს. მის ოჯახშიც მედიკოსები არიან: ცოლი გინეკოლოგია, ქალიშვილი კი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია.

 

ახლა უკვე ვერავინ იგებს, როგორ შეიძლებოდა ის დაინფიცირებულიყო“ – ამბობს ოგანესიანი.

 

როცა ცუდად გახდა, ექიმმა გეორგაძემ დარეკა და კოლეგები გააფრთხილა, რომ 38 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდა და სახლში დარჩებოდა. ყველამ იფიქრა, რომ ჩვეულებრივი გაციება იყო.

 

„თავიდან ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. მას KT-1 – პნევმონია ჰქონდა, მცირე დაზიანებით. თუმცა, როცა დაავადება გაგრძელდა, ადმინისტრაციამ მისი ჰოსპიტალიზება მოითხოვა.

 

არავის უფიქრია, რომ ყველაფერი ასე გართულდებოდა.

 

ჩვენ მძიმე პაციენტები გვყავს KT-3-ით. წყნარად წვანან და ნელ-ნელა მათი მდგომარეობა უმჯობესდება.

 

როცა ექიმმა გეორგაძემ სატურაცია დაკარგა, გადაწყდა, რომ სხვა საავადმყოფოში გადაეყვანათ, რომელიც ასევე სეჩენოვსკის უნივერსიტეტს ეკუთვნის და მაშინვე რეანიმაციაში მოათავსეს.

 

„ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი ტრანსპორტირება ხდებოდა, ის გონებაზე იყო, ჟანგბადის ნიღბით. „ეს გზა დასასრულისკენ მიდისო“ – თქვა. ყველა ატირდა, ვინც მაშინ დერეფანში იდგა.

 

ვიდრე გადაიყვანდნენ, წინა დღეს მასთან პალატაში ვიყავი. მითხრა: „ისე დავიღალე, თითქოს არც ცაში ვარ და არც მიწაზე. აღარ შემიძლია ბრძოლა.

 

ნეტა მალე მორჩებოდეს ეს ყველაფერ ან ისე, ან ასე“. მე კი ვეხვეწებოდი: „ვის იმედად უნდა დაგვტოვოთ, თქვენ ჩვენი ძვირფასი სამედიცინო ხელმძღვანელი ხართ-თქო“.

 

9 მაისს ექიმი გეორგაძე გარდაიცვალა.

 

წყარო: MK.ru

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X