19:40 | 2021-04-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“ეს გაგდებაზე უარესია!” – ბესო ზანგური რობერტ სტურუას გადაწყვეტილებაზე

“ეს გაგდებაზე უარესია!” – ბესო ზანგური რობერტ სტურუას გადაწყვეტილებაზე

რობერტ სტურუას გადაწყვეტილებას, მისი ყველა როლიდან მოხსნის შესახებ, მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა, იცოდეთ… გაიხარეთ.“, – წერს ბესო ზანგური.

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.

 

ცნობისთვის, რუსთაველის თეატრმა აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საჯარო განცხადების შემდეგ მიიღო, სადაც წულუკიანი ამბობს, რომ ზანგურმა თეატრი დღესვე უნდა დატოვოს.

 

„ძალადაობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არამცთუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. ჩვენ მსხვერპლს ვერასოდეს ვერ ვუსაყვედურებთ იმას რატომ არ იალაპარაკე დროზეო, ეს არ არის არასდროს სწორი და გამართლებული.

 

ვთვლი, რომ შექნილი მდგოამარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ერთმა მხარემ არამედ მეორემ უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X