17:54 | 2021-10-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ეს გაბურძგნული ბაბუები იმიტომ არიან იქ, რომ ხალხმა რწმენა დავკარგოთ – რუსუდან შარაძე

ეს გაბურძგნული ბაბუები იმიტომ არიან იქ, რომ ხალხმა რწმენა დავკარგოთ – რუსუდან შარაძე

ჩემი ეკლესია არ არის არამზადა „მეუფეები“, რომლებიც მანიაკ მკვლელს, მწამებელს და სამშობლოს გამყიდველს უაპელაციოდ ამართლებენ. ეს გაბურძგნული ბაბუები თავიდანვე იმიტომ არიან იქ, რომ ხალხმა რწმენა საბოლოოდ დავკარგოთ, – ამის შესახებ მოკლული გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე წერს.

 

„უამრავი კომენტარი მხვდება იმედგაცრუებული და გულნატკენი ადამიანების, ყველაფერზე ხელი რომ აქვთ ჩაქნეული. არა, ბატონო! ჩემი ეკლესია არის სამება – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა! ჩემი ეკლესია არის ის ბერ-მონაზვნები, რომლებიც დღედაღამ ღმერთს, სამშობლოს და ხალხს ემსახურებიან! მადლობა უფალს, რომ საქართველოს არასდროს აკლდა და არც მოაკლდება ასეთი სასულიერო მოღვაწეები“, – წერს შარაძე.

 

ცნობისთვის, სასულიერო პირების ნაწილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს აწერენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X