20:05 | 2021-06-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან” – რა საჩუქარი “დაახვედრა” მის საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა

“ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან” – რა საჩუქარი “დაახვედრა” მის საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა

ბასა ფოცხიშვილი 11 ივნისს, ტრადიციულად, მცხეთის სამთავისის მონასტრის ეზოში, მამის საფლავზე მიდის. მიდის და მიაქვს ყვავილები, რაც პოეტ მამას ძალიან უყვარდა. ამჯერად მამის საფლავს წინა დღეს ეწვია, ანუ გუშინ, ამაღლებას.

 

რეჟისორი “პრაიმტაიმის” მკითხველს ემოციებს უზიარებს და უყვება, თუ რა საჩუქარი “დაახვედრა” მამამ მასთან მისულ უმცროს ქალიშვილს.

 

11 ივნისს პოეტი მორის ფოცხიშვილი 91 წლის გახდებოდა…

 

ბასა ფოცხიშვილი: – ამ ასაკში ვერ წარმოვიდგენ და ვერც იმას წარმოვიდგენ, რომ უკვე ამ ასაკის გახდებოდა.

 

ყველა ადამიანს თავისი განკუთვნილი პერიოდი აქვს იმისთვის, რომ სიცოცხლით დატკბეს. როცა მიდიოდა, იცოდა, რომ მიდიოდა და სულ იმას ამბობდა, რომ ისეთი მადლიერი ვარ ჩემი არაჩვეულებრივი ცხოვრების, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო სირთულეები, ჩემს ცხოვრებაში იყვნენ საოცარი ადამიანები, იყო სილამაზე, სიყვარული და თქვენ ჩემს წასვლაზე არ ინერვიულოთო. უნდოდა, რომ ლამაზად და ღირსეულად წასულიყო. მერე ისეთ ადგილას დაიდო სამუდამო განსასვენებელი, რომ ეს რომ სიცოცხლეში ცოდნოდა, კიდევ უფრო ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან.

 

მაშინ ასაკოვანი მეგონა, ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ახალგაზრდა იყო, 63 წლის…

 

2021-05-28"დიდი ქართველი გენერლის შვილიშვილი როგორიც უნდა იყოს, ისეთია მარიამ დაბო. ნამდვილად ვარსკვლავია" - ბასა ფოცხიშვილი გენერალ კვინიტაძის შვილიშვილზე

 

გუშინ ღამით მივედი და ყვავილები მივიტანე, რომ დაბადების დღეს ყვავილებით შეხვედროდა. მივიტანე თეთრი ვარდები, კალა, რომელიც დედას უყვარდა და კიდე ერთი თეთრი ყვავილი…

 

ყვავილები ისე უყვარდა, რომ ხელს კიდებდა და ეფერებოდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ყვავილები. უბრალოდ მოჰქონდა, ხან დედას ჩუქნიდა, ხან – ჩვენ. ტარასაზე ჩავლისას, თუ დაინახავდა, რომ ვინმე ყვავილს ყიდდა, არ არსებობდა, რომ არ გაეჩერებინა და არ ეყიდა.

 

საოცრებაც მოხდა. სამთავროში რომ შევედი, დედა ქეთევანმა მითხრა, არ წახვიდე, დამელოდეო. მოვიდა და მომცა სამთავროზე გამოქვეყნებული წიგნი, მამაზე დიდი სტატიითა და ფოტოებით. დედაჩემის ფოტოც იყო, ჩვენიც, ჩვენი ძაღლისაც… ისეთი ადამიანები იყვნენ, ყველას რომ უყვარდა.

 

ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! თითქოს საჩუქარი დაგვახვედრა მამამ. ძალიან ამაღელვებელი იყო.

 

მამა იქ დედას გარეშე, მარტოა დაკრძალული, არ შეიძლებოდა მეუღლის მის გვერდით დაკრძალვა. და ამ წიგნში დედასთან ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან. ეს იყო ნიშანი. ცაზე ცისარტყელაც დავინახე… გუშინ ამაღლება იყო!

 

ძალიან დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ. ჩემთვის ეს დღე თან სასიხარულოა და თან მტკივნეულია. არ ვიმჩნევ ხოლმე.

ავტორი: თამარ გონგაძე


X