23:53 | 2020-07-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეს ფოტო გვიჩვენებს ოჯახის ყველაზე საშინელ დღეს… ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი ჩანს – უკანასკნელი ფოტოები

ეს ფოტო გვიჩვენებს ოჯახის ყველაზე საშინელ დღეს… ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი ჩანს – უკანასკნელი ფოტოები

ფოტოები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაში უკანასკნელი აღმოჩნდა. ზოგიერთი მათგანი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ ფოტოს გადაღებიდან სულ რამდენიმე წუთში მისი სიცოცხლე დასრულდებოდა, თუმცა 14 წლის რეინა ქეი უოლტერსი ალბათ ის გამონაკლისია, რომელიც ტრაგიკულ დასასრულს ელოდა კიდეც.

 

 

სერიულ მკვლელს ის რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდა და აწამებდა. ეს ფოტო კი თავად მკვლელის, რობერტ ბენ როდესის მიერ არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. ამჟამად როდესი ილინოისის ციხეში უვადო პატიმრობაში იმყოფება. მიიჩნევენ, რომ მან გააუპატიურა და მოკლა 50-ზე მეტი ქალი, თუმცა ზოგიერთი ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

 

 

ცნობილი პუერტო რიკოელი მომღერალი რომან გონზალესი, რომელიც „ჯადიელოს“ სახელით იყო ცნობილი, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე მან „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა მოტოციკლისტის ჩაფხუტით, რამდენიმე წუთის შემდეგ კი 27 წლის მომღერალი სწორედ მოტოციკლის მართვის დროს დაიღუპა.

 

 

ამ ამბავმა 90-იანი წლების დასაწყისში მთელი ბრიტანეთი შეძრა. 1993 წელს მცირეწლოვანი ჯეიმს ბულგრეი სავაჭრო ცენტრიდან გაიტაცეს მაშინ, როცა პატარა იქ მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ყველა მაინც ბედნიერ დასასრულს ელოდა და იმედი ჰქონდათ, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, თუმცა… აღმოჩნდა, რომ გამტაცებლებმა ჯეიმსი წამებით მოკლეს. ამ ამბავს კი კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ის გარემოება, რომ ეს საზარელი დანაშაული 10-10 წლის ორმა მოზარდმა ჩაიდინა. ეს ფოტო გვიჩვენებს ბულგრეიების ოჯახის ყველაზე საშინელ დღეს, სადაც პატარა ჯეიმსი ჯერ კიდევ ცოცხალი ჩანს.

 

 

ფილიპინელმა პოლიტიკოსმა რეინალდო დაგსამ სრულიად შემთხვევით კადრში აღბეჭდა მისი მკვლელი, რომელმაც იმ მომენტში ის სიცოცხლეს გამოასალმა. პოლიტიკოსი საკუთარ ოჯახს ფოტოს უღებდა, რა დროსაც კადრში გამოჩნდა შეიარაღებული მამაკაცი. მან რეინალდოს მიმართულებით ისროლა. პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X