20:53 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

„ეს ძლიერი ხატია. ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი“ – რომელ ხატზე საუბრობს ილია მეორე

„ეს ძლიერი ხატია. ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი“ – რომელ ხატზე საუბრობს ილია მეორე

ილია მეორემ ყოველთა წმინდანთა დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა ოჯახში უნდა იყოს ხატი საქართველოს დიდება.

 

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ყოველთა წმიდათა დღესასწაული. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანაა, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

„მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით ...“ - პატრიარქის თხოვნა ბავშვებს
2020-05-17„მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით ...“ - პატრიარქის თხოვნა ბავშვებს

 

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი მე ვნახე ჩვენებით ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას: თეიმურაზ, ლოცულობ ჩემთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხიო, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო.

 

ეს ძლიერი ხატია საქართველოს დიდება. ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი. დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

 

რა არის წმინდანი? -დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღით არსებული მდგომარეობით და წმინდანი ეს არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი.

 

მე გისურვებთ თქვენ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე. მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება. წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ „სწრაფი დამხმარე“ და „სასწაულთმოქმედი“.

 

VIDEO: უწმინდესის გალობის უცნობი კადრები
2020-05-20VIDEO: უწმინდესის გალობის უცნობი კადრები

მე პირადად, არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა პატრიარქმა.

 

ამასთან, პატრიარქმა დღეს წირვის დასრულების შემდეგ სამღვდელოებაც დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ „ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ რაც შეუძლიათ და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას“.

 

იღუმენი ამბროსი მაისურაძე აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი გიორგი სამსონიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;

 

დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით ასევე, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დეკანოზი დავით კუჭავა დაჯილდოვდა; დეკანოზი დავით სუთიძე ასევე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X