fbpx
10:18 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

“ეს დღეც დადგება… გვახსოვდეს, პანდემია დასრულდება!” – ექიმ სოფიო ბერიძის რჩევები

“ეს დღეც დადგება…   გვახსოვდეს, პანდემია დასრულდება!” – ექიმ სოფიო ბერიძის რჩევები

იმისათვის, რომ ბედნიერი შობა დადგეს, ან საერთოდ დადგეს, დღეს პირველი ჩახველებისთანავე უნდა წავიდეთ იზოლაციაში, – ამის შესახებ ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

სოფიოს თქმით, პანდემია აუცილებლად დასარულდება, თუმცა აუცილებელია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ნაკლები ზიანი მივიღოთ.

 

უჰანი პანდემიის დასაწყისში და დღეს - როგორ დაამარცხა ვირუსი covid-19-ის „სამშობლომ“
2020-11-23უჰანი პანდემიის დასაწყისში და დღეს - როგორ დაამარცხა ვირუსი covid-19-ის „სამშობლომ“

“აკვიატებად გვექცა იმის მტკიცება, რომ აგვისტოს ბოლოს უკვე ნათელი იყო მოვლენების ამ სცენარით განვითარება… რთულად აღსაქმელი და დასაჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ციფრები ორი კვირის წინ მოხსნილი ნიღბის ბრალია…

 

დიახ, დღევანდელი ქცევა – ერთი თვის შემდეგ შეცვლის მოვლენებს, დღევანდელი სტატისტიკა კი – აღვირახსნილი აგვისტოს ბრალია… თუმცა ყველაფერი ოდესღაც სრულდება და ეს პანდემიაც დასრულდება – იმის მიუხედავად ჩავერევით თუ არა ჩვენ, რიგითი მოკვდავები მის მართვაში!

 

კლინიკები ოდესღაც დაიცლება, ბოლო პაციენტის ფორმა 100-ს დაასრულებს ექიმი, გადახედავს ცარიელ საწოლს, მონიტორის იზოხაზს, ზონარ-შემოხვეულ პულსოქისმეტრს და შვებით ამოისუნთქებს…

 

ნიღაბს მოიხსნის ეზოში ჩასული მოზარდი, გამოაჩენს პირტიტველა სახეს და ლაღად გაიღიმებს…

 

აღარ შევცბებით თანამოსაუბრის მსუბუქ ჩახველებაზე… მეგობარს გადავეხვევით ისე, არ ვიფიქრებთ ჯანმრთელია თუ არა მისი ყველა კონტაქტი …

 

აღარ დაგვიმძიმებს მხრებს სამსახურის ვერ დატოვებით ოჯახისთვის შექმნილი საფრთხე და სამსახურიდან მოსულიც მაგრად ჩავეხუტებით შვილებს…

 

ეს დღეც დადგება…

 

გვახსოვდეს, პანდემია დასრულდება!

 

ჩვენი მიზანია ნაკლები ზიანი…

 

ნაკლები ადამიანური მსხვერპლი…, – წერს სოფიო ბერიძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X