22:33 | 2020-09-08 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ეს დღეც დადგა- რუსი ქალბატონი 32 წლის შემდეგ ნაპოვნ ქართველ მამას შეხვდა

ეს დღეც დადგა- რუსი ქალბატონი 32 წლის შემდეგ ნაპოვნ ქართველ მამას შეხვდა

რამდენიმე ხნის წინ „პრაიმტაიმმა“ შეიტყო, რომ მოსკოვში მცხოვრები იულია ბელოუსი მამას ეძებდა.

 

„დედაჩემი არის ოლგა ბოიცოვა. 32 წლის წინ, 1988 წლის იანვარ-თებერვალში, მისივე თქმით, მან აირჩია 10 წლით უმცროსი, სიმპათიური მამაკაცი, კარგი გენებით და მე გამაჩინა.

 

ეს იყო მამაჩემი. მისი სახელია ელგუჯა ფიფია. ის ქართველია, რომელიც ჯარის შემდეგ მოსკოვში ბიძასთან ერთად ჩამოვიდა, გასართობად და ტანისამოსის საყიდლად. ის მაშინ 20 წლის იყო. დედაჩემი მუშაობდა სავაჭრო ცენტრ „პერვომაისკიში“. მისი ბიძა იყო ჩემი ნათლიის, ელენას კავალერი.

 

დედაჩემსა და ელგუჯას შორის განვითარდა რომანი, შემდეგ მამა წავიდა საქართველოში.

 

როდესაც დავიბადე, 1988 წლის 1 ნოემბერს, ჩემმა ნათლიამ მამაჩემს გაუგზავნა ჩემი ფოტო და წერილი, სადაც შეატყობინა, რომ ქალიშვილი შეეძინა.

 

 

დედამ მითხრა, რომ მამა მასთან ქორწინების შეთავაზებით მივიდა, მაგრამ დედამ უთხრა, რომ არ უყვარდა იგი და საერთოდაც, იქნებ მე სულაც არ ვიყავი მისი შვილი. ამიტომ მამა უკან გაბრუნდა.

 

ახლა 31 წლის ვარ და გაცნობიერებულად და შეგნებულად ძალიან მინდა მამაჩემის პოვნა.

 

სამწუხაროდ, მცირე ინფორმაცია მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის 31 წლის წინ, ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობდა“.

Exclusive: ტიროდა იულია, რომ მელაპარაკებოდა - ინტერვიუ კაცთან, რომელიც მოსკოველი  ქალბატონის ქართველი მამა აღმოჩნდა
2020-07-17Exclusive: ტიროდა იულია, რომ მელაპარაკებოდა - ინტერვიუ კაცთან, რომელიც მოსკოველი ქალბატონის ქართველი მამა აღმოჩნდა

 

„პრაიმტაიიმა ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გუჯა ფიფიას ძებნა და აღმოჩნდა, რომ იულიას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. ის არა გუჯა ფიფიას, არამედ – გუჯა ფაციას ქალიშვილი გახლდათ.

 

მამა-შვილი ერთმანეთს დავაკავშირეთ, თუმცა არსებული პანდემიის გამო მათი კომუნიკაცია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ხდებოდა და იულია საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახრხებდა.

 

თუმცა, ისე ძალიან უნდოდა მამასთან შეხვედრა, რომ თითქმის არარსებული მიზანი დაისახა, ე.წ. მოსკოვიდან აფხაზეთში ჩავიდა, საზღვართან მივიდა ვდა ბედი სცადა.

 

იულიამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უამბო, როგორ შეხვდა მამას.

– ეს იყო სასწაული და ღვთის წყალობა. საქართველის ე.წ. საზღვართან მივედით მე და ჩემი მეუღლე. მამაჩმიც იქ მოვიდა. ფნტასტიკის სფერო იყო, რომ ჩვენი შეხვედრა შემდგარიყო, რადგან საზღვარი ჯერ ისედც დაკეტილია, დაძაბული ურთიერთობის გამო და პანდემიის პირობებში საერთოდ შეუძლებელია საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ იქ მისული, ბედმა და ინტუიციამ საჭირო კაცთან მიმიყვანა, რომელმაც ნება დაგვრთო და ნეიოტრალურ ტერიტორიაზე, 10 წუთით შევხვდი მამას.

 

ეს იყო სასწაული… 10 წუთი ძალიან მცირე დროა და როცა 32 წლისამ მამა უნდა გაიცნო, საკმარისი არ გახლავთ, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ეს მაინც მოხერხდა.

 

Exclusive: მინდა, მამაჩემი ყველას წავართვა და უბრალოდ მასთან მარტო ვიყო... - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც მამა 31 წლის შემდეგ იპოვა
2020-07-21Exclusive: მინდა, მამაჩემი ყველას წავართვა და უბრალოდ მასთან მარტო ვიყო... - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც მამა 31 წლის შემდეგ იპოვა

 

ახლა მე და ჩემი მეუღლე ვეძებთ გზას, როგორ ჩამოვიდეთ საქართველოში, რომ მამას ვეწვიო და და-ძმები და ნათესავებიც  გავიცნო და ცოტა ხანს მათთან ერთად ვიყო.

 

მადლობელი ვარ თქვენი, რომ მამა მაპოვნინეთ და როცა საქართველოში ჩამოვალთ, აუცილებლად დაგპატიჟებთ ჩვენთან, რათა ეს შეხვედრა უთქვენოდ არ მოხდეს.

 

ასე რომ, გჯეროდეთ, ყველაზე წარმოუდგენელი სურვილებიც ხდება.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X