11:28 | 2020-03-25 ავტორი: თამთა თორდია

ეს ბიჭი ღამით სახლიდან გადის, ის ჩუმად და უანგაროდ ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს – რას წერენ Covid-19 ფორუმის ჯგუფში

კორონავირუსი/Covid-19 ფორუმის Facebook გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია ბიჭზე, რომელიც სრულიად უანგაროდ ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს მის მეგობრებთან ერთად და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე წმენდს ბანკომატებს და საბავშო მოედნებზე განთავსებულ საქანელებს.

 

„ეს ის ბიჭია მეგობართან ერთად ღამით რომ გადის სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზინფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდენ ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს.

 

მიხარია და მეამაყება, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ! შევეცადე მცირედით, მაგრამ ჩემი წვლილიც შემეტანა ამ კეთილ საქმეში და სადეზინფექციო ხსნარები ვიყიდე და მივაწოდე. ვინმემ თუ იცით კიდევ ესეთი კეთილი ადამიანები, მაქვს სურვილი მცირედით, მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად. ასევე თუ იცით მრავალშვილიანი ოჯახი ან პენსიონერები, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ შექმნილი რთული სიტუაციის გამო ეგეც გამაგებინეთ 2-3 ოჯახს შეძლებისდაგვარად მინდა მცირედით, მაგრამ დავეხმარო.

 

ვისაც სურვილი გექნებათ თუ გინდათ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ოღონდ ჰიგიენურად და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით. უბრალოდ მინდა, რომ როცა უკან მოვიხედავ ვიცოდე და ვგრძნობდე, რომ შეძლებისდაგვარად რაღაცით მაინც დავეხმარე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს. მე დიდს ვერაფერს შევცვლი, მაგრამ ვისაც ამის რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ ყველამ რო ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ რთულ ვითარებაში მემგონი, რომ საბოლოო ჯამში მცირედი სულაც აღარ იქნება“, – წერს ლაშა გოდერძიშვილი.

 

ავტორი: თამთა თორდია

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები